შემოქმედებითი წერის კონკურსი “ჩემი წერილი საქრთველოს“

ენისა და ლიტერატურის სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია მოსწავლეებში შემოქმედებითი წერის უნარის განვითარება. სწორედ ამ მიზნით 15 თებერვალს “ევროპული სკოლის“  მე-7 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს “კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა“ და “ევროპული სკოლის“ ერთობლივ პროექტში ,,ჩემი წერილი საქართველოს მეფეს”. ჩატრადა შმოქმედებითი წერის კონკურსი და გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში. ორგანიზატორი იყო ქართული ენისა და ლიტერტურის მასწავლებელი და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერი ეკა დუღაშვილი.
მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები, ასევე სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის ექსპოზიციაზე წარმოდგენული იყო ქართველი მეფეების სიგელები და დოკუმენტები, დავით აღმაშენებლის ,,გალობანი სინანულისანის” (მე-17 საუკუნის ხელნაწერი და სხვ. სკოლის მოსწავლეებმა დაათვლიერეს ძველი ქართული დამწერლობის ხელნაწერი ნიმუშები).

Share on: