“სპორტი პირველ რესპუბლიკაში“ - გიორგი დარჯანიას ლექცია ევროპული სკოლის მოსწავლეებისთვის
8 აპრილს, “ევროპული სკოლის“ ბიბლიოთეკას სპორტული ჟურნალისტი გიორგი დარჯანია ესტუმრა და სკოლის მოსწავლეებს მისი ავტორობით გამოცემული წიგნიდან – “სპორტი პირველ რესპუბლიკაში“, საინტერესო ამბები გაუზიარა. წიგნში განხილულია 1918-1921 წლების განმავლობაში, სპორტის განვითარების დინამიკა და სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები, რომელიც კარგად გადმოსცემს იმ დროს საქართველოში არსებულ ვითარებას როგორც პოლიტიკური, ასევე სპორტული თვალსაზრისით.
სტუმართან შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და საუბარი შეეხო სპორტის სხვადასხვა სახეობას, გამორჩეული ყურადღება კი ფეხბურთს და მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატს დაეთმო. მსგავსი არაფორმალური ტიპის შეხვედრები “ევროპულ სკოლაში“ მომავალშიც გაგრძელდება. სკოლის მოსწავლეებს სპორტულ ჟურნალისტები, სპორტსმენები და სპორტულ ცხოვრებში სხვადასხვა ფორმით ჩართული ადამიანები შეხვდებიან.