სუფთა ხელები - ჯანმთელი მომავალი!
ხელების დაბანის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით : ევროპული სკოლის” მოსწავლეებს “ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის” ინფექციის კონტროლისა და პრევენციის დირექტორი ირმა კენჭიაშვილი შეხვდა და ხელების საპნით დაბანის, როგორც დაავადებისგან თავდაცვის ეფექტური საშუალების, შესახებ ესაუბრა. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სახალისო აქტივობებში და საინფორმაციო ბუკლეტების გაცნობით გაიმდიდრეს ცოდნა ჰიგიენის დაცვის შესახებ. ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლის ექიმის ჩართულობით, ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები და ფილმების ჩვენება გაიმართა დაწყებით კლასებში.