სწრაფი ანგარიშის მარათონი – მათემატიკური უნარების განვითარება თამაშით

“ევროპული სკოლის“ დაწყებითი საფეხურის მე-3, მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა “სწრაფი ანგარიშის მარათონი“, რომლის მიზანი იყო მათემატიკური აზროვნების გააქტიურება, ანგარიშის სისწრაფისა და სიზუსტის გაუმჯობესება, ასევე რიცხვებთან ოპერირების უნარის განვითარება თამაშისა და ჯანსაღი კონკურენციის ფორმით.

ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით ჩაერთნენ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მსგავსი აქტივობების მნიშვნელობას სასწავლო პროცესში. მარათონის გამარჯვებულები სამახსოვრო სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

Share on: