#tiflisi23 #eypgeorgia15

“ტიფლისი 2023“ ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი – საქართველოს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ფორუმი 17-21 ნომბერს გაიმართა. მასში 20 ქვეყნის 140- მა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა და ერთად იზეიმა საქართველოს ახალგაზრდა ევროპელების 15 წლიანი ისტორიის მქონე ერთობა.

“ევროპული სკოლა“ ყოველწლიურად მასპინძლობს EYP -ის აქტივობებს და  ამით ხელ უწყობს საქმიანობაში ინფორმირებულ, პასუხისმგებლიან, აქტიური ახალგაზრდებს, რომლებსაც შესწევთ ძალა, ზეგავლენა მოახდინონ მსოფლიო მოვლენებზე.

“ევროპული სკოლის“ დელეგაციამ აქტიური მონაწილეობა მიიღო ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში: გუნდურ თამაშებში, პანელურ დისკუსიებში, კომიტეტების სხდომებზე რეზოლუციების შემუშავებასა და  “Eurovillage”- ზე ქართული კულტურის წარდგენში. სასიხარულოა, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლე მარიამ ხმიადაშვილი წარმატებული მონაწილეობისთვის შერჩეულ იქნა, საქართველოს სახელით მიიღოს მონაწილეობა გენტი 2024 – ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის IV საერთაშორისო ფორუმში, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება ბელგიაში.

Share on: