TOEFL-ის საერთაშორისო ტესტის გამარჯვებულთა დაჯილდოება

15 ივნისს, ევროპულ სკოლაში, TOEFL-ის საერთაშორისო ტესტის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
კომპანია ,,English Book Education”-სა და ევროპულ სკოლას შორის პარტნიორობის ფარგლებში, მოსწავლეებმა აკადემიური წლის დასასრულს, ჩააბარეს TOEFL-ის საერთაშორისო ტესტი.
TOEFL ტესტი მოგეხსენებათ არის ETS Global-ის პროდუქტი, რომელიც საყოველთაოდაა ცნობილი და აღიარებული, როგორც ყველაზე სანდო, ხარისხით გამორჩეული შეფასების სისტემა მსოფლიოში.
ევროპული სკოლის მოსწავლეებმა, ყველა საფეხურიდან, ჩააბარეს აღნიშნული ტესტი და დაიმსახურეს, საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი, უმაღლესი შეფასება.
მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები და რეპორტები, რომელშიც დეტალურად გაწერილი და ახსნილია მათი შეფასება.
კომპანია ,,English Book Education” და ევროპული სკოლა ულოცავს თითოეულ მონაწილეს და უსურვებს წინსვლასა და უწყვეტ განვითარებას!
Share on: