ზაზა ფაჩულიას აკადემიის მწვრთნელები ევროპულ სკოლას სტუმრობდნენ

5 ნოემბერს, ევროპულ სკოლას ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის და ორგზის NBA-ს ჩემპიონის ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის მწვრთნელები ირაკლი მიქელაძე და თორნიკე ცომაია ესტუმრნენ, ჩვენი კალათბურთის გუნდის მოთამაშეებს მრავალფეროვანი ვარჯიში ჩაუტარეს და გამოცდილება გაუზიარეს.

ფაჩულიას  აკადემიის მწვრთნელებმა ევროპული სკოლის კალათბურთის გუნდს როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული ცოდნა გადასცეს და ჩვენი გუნდი ზაზა ფაჩულიას აკადემიაში ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად მიიწვიეს. ევროპული სკოლის გუნდი ფაჩულიას აკადემიას უახლოეს დროში ესტუმრება და თანატოლებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. სკოლასა და აკადემიას შორის თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

Share on: