ახალი ამბები

ყურადღება!

11 Nov 2014

"ევროპული სკოლის" დირექციამ მიიღო მადლობის წერილი აგრარული უნივერსიტეტისგან, რომლის სტუდენტიც გახდა ჩვენი აღზრდილი გიორგი ლიპარტელიანი. ვულოცავთ გიორგის და თითოეულ პედაგოგს, რომელმაც წვლილი შეიტანა მის აღზრდაში.

მათემატიკის და ტექნოლოგიების კათედრების ღია კვირეული

08 Nov 2014

მათემატიკა და ტექნოლოგიებიევროპული სკოლის მათემატიკის და ტექნოლოგიების კათედრების ღია კვირეული 10 - 14 ნოემბერი 

ES NEWS - 2014 წლის 3 ნოემბრის გამოშვება

08 Nov 2014

გადაცემას უძღვება ამერიკული სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე კატო ბაქრაძე   გადაცემის თემებია: • პრეზენტაცია თემაზე - "ეკოლოგია"; • საქველმოქმედო პროექტი - "დავეხმაროთ ერთმანეთს"; • "ევროპული სკოლის" სტუმარი - ბატონი ლეო ანთაძე; • ინტელექტუალური შეჯიბრი - "რა? სად? როდის?"; • “Halloween-ი "ევროპულ სკოლაში".

ES NEWS - 2014 წლის 27 ოქტომბრის გამოშვება

08 Nov 2014

გადაცემას უძღვება მე-8 კლასის მოსწავლე გიორგი ვეკუა. გადაცემის თემებია: • ფეხბურთის ფინალური თამაში; • "ევროპული სკოლის" მოსწავლის წარმატება ცხენოსნობაში; • საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები "ევროპულ სკოლაში"; • ექსკურსია გრემში.

კალათბურთის ტურნირი ევროპულ სკოლაში

06 Nov 2014

ხუთშაბათს, 6 ნოემბერს, “ევროპულ სკოლაში” იწყება კალათბურთის ტურნირი. მონაწილეობენ VIII-XII კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები.

კალათბურთის მატჩი

04 Nov 2014

4 ნოემბერს "ევროპული სკოლის“ სპორტულ დარბაზში შედგა ამხანაგური შეხვედრა კალათბურთში "ევროპული სკოლისა“  და  თბილისის 64-ე საჯარო სკოლის ნაკრებ გუნდებს შორის."ევროპული სკოლის“ გუნდი შემდეგი შემადგენლობით გამოვიდა: ირაკლი ქოჩიაშვილი  (IX ბ);ლუკა  წურწუმია  (VIII MYP);თეგა  ჭეიშვილი  (IX AHS);ამიკო ხაზალია  (IX AHS);თორნიკე ხუბულური  (XI AHS);თემო ჯანაშია  (IX AHS);სანდრო ჯანაშია (VIII AHS).   მატჩი დასრულდა ანგარიშით  51:48  "ევროპული სკოლის“ გუნდის სასარგებლოდ.   გუნდს ქულები შესძინეს: ირაკლი ქოჩიაშვილმა - 24 ქულა;ამიკო ხაზალიამ - 11 ქულა;თემო ჯანაშიამ - 8 ქულა;თორნიკე ხუბულურმა - 6 ქულა;სანდრო ჯანაშიამ - 2 ქულა.   ვულოცავთ "ევროპული სკოლის“ გუნდსა და მის მწვრთნელს - კალათბურთში საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრს, მრავალი საერთაშორისო ტურნირის პრიზიორს,  დავით ბერძენიშვილს - გამარჯვებას!  "ევროპული სკოლის“ დირექცია

კონკურსი!

03 Nov 2014

პოსტერების კონკურსი მათემატიკასა და ტექნოლოგიებზე     ევროპული სკოლის მათემატიკისა და ტექნოლოგიების კათედრა აცხადებს პოსტერების კონკურსს.  

შეხვედრა ცნობილ მსახიობთან

31 Oct 2014

ა.წ. 29 ოქტომბერს "ევროპულმა სკოლამ“ უმასპინძლა საქართველოს საქართველოს სახალხო  არტისტს,  ლეო ანთაძეს,  დაბადებიდან 80 და შემოქმედებითი მოღვაწეობის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით.   შეხვედრა  მეტად საინტერესო, გულთბილ გარემოში წარიმართა. ცნობილმა მსახიობმა წარმოადგინა ნაწყვეტები სპექტაკლებიდან და ისაუბრა გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებთან შეხვედრების შესახებ.

ყურადღება!

31 Oct 2014

ა.წ.  4 ნოემბერს, სამშაბათს, 11.30 საათზე "ევროპული სკოლის“ სპორტულ დარბაზში გაიმართება ამხანაგური შეხვედრა კალათბურთში "ევროპული სკოლისა“ და თბილისის 64-ე საჯარო სკოლის ნაკრებ გუნდებს შორის."ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია