ახალი ამბები

გრანდიოზული კარნავალი Halloween დღესთან დაკავშირებით

27 Oct 2014

31 ოქტომბერს, პარასკევს, 19:00 საათზე ევროპულ სკოლაში Halloween დღესთან დაკავშირებით  ჩატარდება გრანდიოზული კონცერტი და გაიმართება კარნავალი. მონაწილეობენ VIII-XII კლასის მოსწავლეები. ყველა სტუმარი სპეციალურ კოსტიუმში იქნება გამოწყობილი.  თითოეული სექტორი ამზადებს საშინაო დავალებას (პერფორმანსი, მუსიკალური ნომერი, სპექტაკლი), შემოგთავაზებთ გასართობ თამაშებს,  ბევრ სახალისო კონკურსს, დასახელდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. ღონისძიება დასრულდება დისკოთეკით. 

ინტელექტუალური თამაში - "რა? სად? როდის?“

27 Oct 2014

მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს ევროპულ სკოლაში იწყება ინტელექტუალური თამაში - "რა? სად? როდის?“. მონაწილეობენ VIII-XII კლასის მოსწავლეები. სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარდება 5 ტური და გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი.  ევროპული სკოლა თამაშის მონაწილეებს წარმატებას უსურვებს!

მილოცვა!

26 Oct 2014

მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გათამაშდა საქართველოს თასი 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის ცხენოსნობაში. ევროპული სკოლის X ა კლასის მოსწავლემ, ნიკა მელაძემ, ამ შეჯიბრში I ადგილი დაიკავა. ვულოცავთ ნიკას და მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ.

ყურადღება!

24 Oct 2014

Wits-ის  სასკოლო  ოლიმპიადის  პირველი  ტური ინგლისურ ენასა და მათემატიკაში  ჩატარდება 26 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტის მე-4 კორპუსში. მისამართი : კოსტავას ქუჩა №77, თბილისი 0171, სააკაძის მოედანი.    1. კომბინირებული ტური  - ინგლისური ენა + მათემატიკა   მონაწილე, რომელიც დარეგისტრირებულია ორივე საგანზე, ტესტს დაწერს შემდეგი თანმიმდევრობით: ერთი  საათი მათემატიკა, 30 წუთი შესვენება და შემდეგ ერთი საათი ინგლისური ენა. რეგისტრაცია დაიწყება 09:00 საათზე  ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის.    2. მათემატიკის ტური  -  მათთვის, ვინც მონაწილეობს მხოლოდ მათემატიკის ტურში. რეგისტრაცია დაიწყება 13:00 საათზე  ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის.    3. ინგლისური ენის ტური - მათთვის, ვინც მონაწილეობს მხოლოდ ინგლისური ენის  ტურში. რეგისტრაცია დაიწყება 14:00 საათზე  ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის.  

ყურადღება!

24 Oct 2014

ა.წ. 29  ოქტომბერს, 15.00  საათზე, სააქტო დარბაზში შედგება შემოქმედებითი შეხვედრა-კონცერტი  საქართველოს სახალხო არტისტთან ლეო ანთაძესთან დაბადების 80 და შემოქმედებითი მოღვაწეობის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

ივერი ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი

21 Oct 2014

ევროპულ სკოლაში მიმდინარეობს ივერი ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი. ფინალი გაიმართება ოთხშაბათს, 22 ოქტომბერს, 15:30 საათზე.  I და II ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან მედლებითა და საპატიო სიგელებით. I ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ გარდამავალი თასები. ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან:I კატეგორია - VIა - V PYP;II კატეგორია - VIIბ - IXა;III კატეგორია - XI DP - XII DP.

სატელევიზიო კონკურსი "ჩემი კლასი“

21 Oct 2014

ევროპული სკოლის სატელევიზიო სტუდია 2014 წლის 5 ნოემბერს (ოთხშაბათს) აწყობს სატელევიზიო კონკურსს სახელწოდებით "ჩემი კლასი“.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ  ევროპული სკოლის მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს.  კონკურსში მონაწილებმა 2014 წლის 5 ნოემბრამდე ევროპული სკოლის სატელევიზიო სტუდიაში უნდა წარმოადგინონ 3-დან  5 წუთამდე ქრონომეტრაჟის: სატელევიზიო სიუჟეტი, რეპორტაჟი,  ჩანახატი ან კლიპი თემაზე "ჩემი კლასი“.  საკონკურსო მასალა მოსწავლეებს  შეუძლიათ გადაიღონ და დაამონტაჟონ ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით ( მობილური ტელეფონი, აიფონი, აიპადი, ვიდეო კამერა).  კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს  წინასწარი კონსულტაცია ევროპული სკოლის სატელევიზიო სტუდიაში  პროექტის ავტორ ირაკლი ჯაოშვილთან შეუძლიათ გაიარონ.  კონკურსს აფასებს კომპეტენტური ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ცნობილი ტელეჟურნალისტები და რეჟისორები. კონკურსში  გამარჯვებული  მოსწავლეები  დაჯილდოვდებიან შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სიუჟეტი; საუკეთესო რეპორტაჟი (რეპორტიორი); მთავარი პრიზი - საუკეთესო ჟურნალისტი.  საკონკურსო ნამუშევრები 26  ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე გავა  ESTV-ს ეთერში და განთავსდება ვებგვერდზე WW.EUROPEANSCHOOL.GE.  5 ნოემბერს 15 საათზე ევროპული სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართება  კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონია და მასტერკლასი ( შეხვედრა გამოჩენილ ქართველ ჟურნალისტებთან). პროექტის ავტორი ირაკლი ჯაოშვილი

ყურადღება!

21 Oct 2014

პარასკევს, 17 ოქტომბერს, დაიწყო კერძო სკოლებს შორის შეჯიბრი ფეხბურთში, რომლის ორგანიზატორია კერძო სკოლა QSI.  შეჯიბრი ტარდება 2 ასაკობრივ კატეგორიაში:  I კატეგორია - 11-13 წლის მოსწავლეები;  II კატეგორია   - 14-17 წლის მოსწავლეები.  17 ოქტომბერს გაიმართა ევროპული სკოლისა და ბრიტანული სკოლის უმცროსი ასაკის მოსწავლეთა  ნაკრები გუნდების შეხვედრა. ევროპული სკოლის ნაკრებმა შთამბეჭდავი შედეგით, 8:0-ით  გაიმარჯვა.  ევროპული სკოლის უმცროსი ასაკის ნაკრების წევრები არიან: სანდრო ჯანაშიაგიორგი ვეკუალუკა შარანგიანიკოლოზ ლუხუტაშვილიბათა ზედგენიძეთეიმურაზ იორდანიშვილიანდრია კარბელაშვილი  დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა სხვადასხვა კერძო სკოლასთან. ვუსურვებთ წარმატებას ევროპული სკოლის ნორჩ ფეხბურთელებს!