ახალი ამბები

ღია კარის დღე ევროპულ სკოლაში

27 Mar 2014

ღია კარის დღე ევროპულ სკოლაში 5 აპრილს, 13 საათზე "ევროპულ სკოლაში" გაიმართება ღია კარის დღე. მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ქართულ-ამერიკულ და საერთაშორისო სექტორებში დადგენილი პროგრამების შესახებ. გაეცნობით სკოლამდელი აღზრდის სასწავლო ცენტრს.გთხოვთ, გვეწვიოთ!ევროპული სკოლის ადმინისტრაცია

ევროპის სტუდენტთა/მოსწავლეთა კინოფილმების ფესტივალი.

26 Mar 2014

საფრანგეთის ქალაქ ანსიში ა.წ. 18-24 მაისს გაიმართა მოსწავლე/სტუდენტთა საერთაშორისო კინოფილმების ფესტივალი. საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო 35 მოკლემეტრაჟიანი მხ. ფილმი მსოფლიოს სხვადასხვა სკოლიდან. ევროპული სკოლის IB XI კლასის მოსწავლეები: ნინო სიჭინავა, თეკლა თევდორაშვილი, ფარვინ ჰასანი, CAS კორდინატორის ალექსანდრე გიორგიძის ხელმძღვანელობით გაემგზავრნენ ევროპის სტუდენტთა/მოსწავლეთა კინოფილმების ფესტივალზე და საკონკურსო პროგამაში წარადგინეს ნინო სიჭინავას მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "მაღლა ცაში“. 

მსოფლიო აღნიშნავს ფრანკოფონიის დღეს.

26 Mar 2014

ევროპული სკოლის მოსწავლეებმა , ტასო ჩხენკელმა და ლუკა ჯიბუტმა, მონაწილეობამიიღეს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში. 

"გავიცნოთ სამყარო“

24 Mar 2014

გამოიცა  სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის საბავშვო ლექსების  კრებული "გავიცნოთ სამყარო“ . წიგნი შეიქმნა ევროპული სკოლის  სკოლამდელი აღზრდის ცენტრის გამოცდილების  საფუძველზე. ლექსების ავტორი და მხატვარი, თამარ არაბიძე,  სიამოვნებით  გამოგზაურებთ  სხვადასხვა კონტინენტზე  და გაგაცნობთ მათ ბინადართ  . წიგნი შეგიძლიათ შეიძინოთ ქალაქის წიგნის მაღაზიებში. 

ყურადღება!

24 Mar 2014

ა.წ. 4-18 მარტს ბრიუსელის უნივერსიტეტში (Vridge Brussels University) TEMPUS პროექტის ფარგლებში: ”ევროინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები”, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქართველ მკვლევართა ხუთკაციან მეცნიერთა ჯგუფი. მათ შორის ევროპული სკოლის დირექტორის მოადგილე სასწავლო და ინოვაციების დარგში, გურანდა ჭელიძე. მან ბრიუსელის უნივერსიტეტის ბაზაზე ჩაატარა კვლევითი სამუშაო თემაზე: ”ევროკავშირის გაფართოება აღმოსავლეთით, ევროპის სამეზობლო პოლოტიკა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა”.

პირველ კლასში შემოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!

21 Mar 2014

ა.წ. 24 მარტიდან 10 აპრილამდე ”ევროპულ სკოლაში” მიმდინარეობს 2014-2015 სასწავლო წელს პირველ კლასში შემომსვლელთა რეგისტრაცია. 5 აპრილს 13 საათზე ჩატარდება ღია კარის დღე, ხოლო 10 და 11 აპრილს 13 საათზე - გასაუბრება მოსწავლეებთან. ევროპული სკოლის ადმინისტრაცია

ES News - 2014 წლის 17 მარტის გამოშვება

20 Mar 2014

გადაცემას უძღვება მე-4ა კლასის მოსწავლე ნინი ბზიავა. გადაცემის თემებია: ქალთა სოლიდარობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება:  "ქალის  სურნელით გაზაფხული მოდის"; 4 PYP კლასის მოსწავლეების შეხვედრა ჟესტების მასწავლებელთან; შეხვედრა მწერალ ლაშა ბაქრაძესთან; ახალი სატელევიზიო პროექტი "დეტექტივი მარიკუშას" პრეზენტაცია; ES TV-ს ხელმძღვანელის, ირაკლი ჯაოშვილის სტუმრობა GDS TV-  ში; ევროპული სკოლის როკ-ჯგუფის მონაწილეობა საფრანგეთის  საელჩოს სიმღერის კონკურსზე;

ES News - 2014 წლის 10 მარტის გამოშვება

19 Mar 2014

 გადაცემას უძღვება მე-4ბ კლასის მოსწავლე ელენე  ბაღათურია გადაცემის თემებია: ინტეგრირებული გაკვეთილი მე-4 კლასში; ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის  შემეცნებითი კონფერენცია: "ერის ცხოვრება დაცულ არს  ერით"; დედის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება; მოსწავლეთა სასწავლო-სამეცნიერო კონფერენცია ინგლისურ  ენასა და ლიტერატურაში; მე-4 და მე-5 MYP კლასების თემატური გაკვეთილები; სპექტაკლი "ჯადოქრობის სკოლა"; 8 მარტის მილოცვა;

ყურადღება!

17 Mar 2014

ა.წ. 20-23 მარტს აშშ ქ. ნიუ იორკში ტარდება ამერიკის შედარებითი ლიტერატურის ასოციაციის ყოველწლიური კონფერენცია. წლევანდელი სექციის თემაა “კავკასიური დედაქალაქები, შინ და გარეთ“ .  ევროპული სკოლის ცოდნის თეორიის მასწავლებელმა, ნესტან რატიანმა,მოიპოვა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი და მიემგზავრება ამ კონფერენციაზე მოხსენებით: "ცენტრის ძიებაში-კონკურენტი პრეზიდენტები“.