კონკურსი!

კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების სქემა:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლის V-XII კლასების მოსწავლეებს;
  • კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შექმნილი პოსტერები (პლაკატები) უნდა ჩააბარონ კათედრაზე არა უგვიანეს 10 ნოემბრისა (16:00 საათი);
  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე  ჯგუფსურად (მაქსიმუმ 4 მოსწავლე);
  • პოსტერის ზომა უნდა იყოს A4,  ან უფრო დიდი ზომის ფორმატი;
  • პოსტერი უნდა იყოს ორიგინალური დიზაინის; შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს პოსტერის სათაურს;
  • პოსტერის გაფორმება შეიძლება ხელით,  შესაძლებელია გამოყენებული იყოს კომპიუტერული გრაფიკა და ფოტოსურათები;
  • პოსტერი არ დაუბრუნდება ავტორს;
  • პოსტერის მეორე მხარეს მითითებული უნდა იყოს ავტორის/ავტორების სახელი, გვარი და კლასი. პოსტერის შესაქმნელად გამოყენებული ყველა წყარო.

სავარაუდო თემები, რომლებიც შეიძლება გამოიყენეოთ პლაკატების შესაქმნელად:

ა) მათემატიკის სექცია:

  • გამოჩენილი  მათემატიკოსები და მათი გამონათქვამები;
  • სახალისო მათემატიკა;
  • მათემატიკა ჩვენ ირგვლივ;
  • მათემატიკური სოფიზმები;
  • გეომეტრია და არქიტექტურა;
  • გეომეტრია და ხელოვნება;
  • და სხვა

ბ) ტექნოლოგიების სექცია:

  • მომავლის ტექნოლოგიები;
  • ტექნოლოგიები და მომავლის სკოლა;
  • რატომ ტექნოლოგიები?
  • კომპიუტერული პროგრამები 2020 წელს;
  • რობოტები და ხელოვნური ინტელექტი;
  • კომპიუტერების განვითარების მოკლე ისტორია;
  • Google-ის ქვეყანა;
  • კომპიუტერულ ლაბორატორიაში ქცევის წესები;
  • უსაფრთხოება და მონაცემთა დაცვა;
  • კომპიუტერი თუ წიგნი?
  • ციფრული მოქალაქეობა;
  • და სხვა

შეფასების რუბრიკა:

  1. პოსტერს (პლაკატის) ვიზუალური მხარე: სივრცის გამოყენება, ტექსტის და სურათების აღქმადობა, სუფთა და ორიგინალური დიზაინი;
  2. ტექნიკური მხარე: ენობრივი  შეცდომები, ფერების შეხამება;
  3. შემოქმედებითობა და ორიგინალურობა;
  4. შინაარსის სიზუსტე და გამოყენებული მასალის საიმედოობა: ინფორმაციის შეგროვების ხერხების მრავალფეროვნება; პლაკატის შესაქმნელად გამოყენებული ტექსტი, დიზაინი, სურათები უნდა გამოხატავდეს ერთ მთავარ იდეას, რომელიც ჩამოყალიბებული იქნება სათაურში.
Share on: