საუნივერსიტეტო განათლების ოფისი
საუნივერსიტეტო ორიენტაციის სამსახური
დამამთავრებელ კლასებში მოსწავლეები იწყებენ საუნივერსიტეტო კარიერის დაგეგმვას, რაშიც მათ ხელმძღვანელობას საერთაშორისო საუნივერსიტეტო განათლების კვალიფიციური მრჩეველი უწევს. საუნივერსიტეტო ორიენტაციის სამსახური ეხმარება სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში მოხვედრასა და დაფინანსების მიღებაში.
სკოლის 2019 წლის კურსდამთავრებულებმა საუნივერსიტეტო ორიენტაციის სამსახურის დახმარებით “ევროპული სკოლისთვის“ უპრეცედენტო ოდენობის დაფინანსება – 1,428,605 USD მოიპოვეს. 2020 წელს კი საუნივერსიტეტო დაფინანსებამ 1, 625, 470 USD შეადგინა.
ჩვენი მოსწავლეები ჩაირიცხნენ ისეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, როგორიცაა: USC, Georgia Tech, Brown University, Emory University, UCLA, NYU, Yale, King’s College London, UCL, Sciences Po, University of Amsterdam და ა.შ.
საუნივერსიტეტო ორიენტაციის სამსახური წარმატებით აგრძელებს სტუდენტების მზადებას უმაღლესი განათლებისა და სამომავლო კარიერისთვის.
მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენელთა ვიზიტები (Yale University, Columbia University, Duke University, Brandeis University, Northeastern University) “ევროპულ სკოლაში,“ NACAC-ის (National Association for College Admission Counseling) წევრობა, ინტენსიური ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები მრჩეველთან და Council of International Schools (CIS)-ის მდიდარ გამოცდილებაზე და რესურსებზე წვდომა სამსახურს საშუალებას აძლევს, ყოველდღიურად გააუმჯობესოს შედეგები და მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სკოლის კურსდამთავრებულთა წარმატებაში.
საერთაშორისო საუნივერსიტეტო განათლების მრჩეველი XI კლასიდან რეგულარულ შეხვედრებს ატარებს მოსწავლეებთან. შეხვედრები ემსახურება მათი მისწრაფებების, უნარებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით ყველაზე მომგებიანი სააპლიკაციო სტრატეგიის შემუშავებას, რათა მოსწავლეებმა უკეთ შეძლონ ორიენტირება საერთაშორისო განათლების სფეროში და სწორი არჩევანი გააკეთონ დამამთავრებელ კლასში.
IX-XII კლასების მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ვეხმარებით შემდეგი მიმართულებებით:
- მოსწავლეთა წახალისება აკადემიური წარმატებისა და მაღალი სტანდარტების მისაღწევად;
- ინდივიდუალური შეხვედრები მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან სააპლიკაციო პერიოდის გეგმის შესამუშავებლად;
- უნივერსიტეტების მიერ მოთხოვნადი სტანდარტიზებული ტესტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება უნივერსიტეტებისა და პროგრამების შერჩევის მიზნით;
- საფუძვლიანი დახმარება სააპლიკაციო პროცესში;
- სამუშაო სემინარებისა და ინდივიდუალური შეხვედრების მოწყობა, რათა მოსწავლეებმა შეძლონ როგორც უნივერსიტეტებისთვის განკუთვნილი პერსონალური ესსებისა თუ განაცხადების, ასევე დამატებითი წერილების დაწერა და სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
საქართველოს საუნივერსიტეტო განათლების მრჩეველი
ჩვენი მიზანია, კურსდამთავრებულებმა სწორად აირჩიონ მომავალი პროფესია და სწორად დაგეგმონ განათლების მიღების მომდევნო ეტაპი. ამისათვის ჩვენ სკოლაში სხვადასხვა სახის ღონისძიებას მივმართავთ.
- ვთანამშრომლობთ სხვადასხვა უნივერსიტეტთან, ვიწვევთ სკოლაში და ვაძლევთ საშუალებას, ჩაატარონ საინტერესო პრეზენტაციები, გააცნონ ის დისციპლინები და საგნები, რომლებსაც ამა თუ იმ ფაკულტეტზე ასწავლიან;
- აბიტურიენტებს მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას ღია კარის დღეებსა თუ სხვა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების შესახებ, რომლებიც მომავალი სტუდენტებისთვის იმართება უმაღლეს სასწავლებლებში;
- აბიტურიენტები დაგვყავს სხვადასხვა ლექცია-სემინარებზე, რომლებიც საქართველოს წამყვან უნივვერსიტეტებში ტარდება;
- განსაკუთრებულ დახმარებას ვუწევთ მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებლად:
- ვატარებთ დამატებით მეცადინეობებს
- პრეტესტებს
- აბიტურ-საათებს სხვადასხვა საგანში
- შექმნილი გვაქვს ტესტების ელექტრონული ბაზა საგამოცდო საგნებში
- სკოლაში ვაწყობთ შეხვედრებს და ვიწვევთ მოსწავლეებისთვის საინტერესო, წარმატებულ ადამიანებს
ტრადიციად იქცა უფროსკლასელებისა და ჩვენი კურსდამთავრებულების შეხვედრები ყოველი წლის დეკემბერში, სადაც უფროსი მეგობრები უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ხედვას სკოლის შემდგომი პერიოდის შესახებ უმცროს მეგობრებს.
![]() |
მრჩეველი საუნივერსიტეტო ორიენტაციის საკითხებში გიორგი სიჭინავა giorgi.sichinava@europeanschool.ge |
ჩვენი სტუდენტები















