ახალი ამბები

პირველ კლასში შემოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!
21 Mar 2014ა.წ. 24 მარტიდან 10 აპრილამდე ”ევროპულ სკოლაში” მიმდინარეობს 2014-2015 სასწავლო წელს პირველ კლასში შემომსვლელთა რეგისტრაცია. 5 აპრილს 13 საათზე ჩატარდება ღია კარის დღე, ხოლო 10 და 11 აპრილს 13 საათზე - გასაუბრება მოსწავლეებთან. ევროპული სკოლის ადმინისტრაცია

ES News - 2014 წლის 17 მარტის გამოშვება
20 Mar 2014გადაცემას უძღვება მე-4ა კლასის მოსწავლე ნინი ბზიავა. გადაცემის თემებია: ქალთა სოლიდარობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება: "ქალის სურნელით გაზაფხული მოდის"; 4 PYP კლასის მოსწავლეების შეხვედრა ჟესტების მასწავლებელთან; შეხვედრა მწერალ ლაშა ბაქრაძესთან; ახალი სატელევიზიო პროექტი "დეტექტივი მარიკუშას" პრეზენტაცია; ES TV-ს ხელმძღვანელის, ირაკლი ჯაოშვილის სტუმრობა GDS TV- ში; ევროპული სკოლის როკ-ჯგუფის მონაწილეობა საფრანგეთის საელჩოს სიმღერის კონკურსზე;

ES News - 2014 წლის 10 მარტის გამოშვება
19 Mar 2014გადაცემას უძღვება მე-4ბ კლასის მოსწავლე ელენე ბაღათურია გადაცემის თემებია: ინტეგრირებული გაკვეთილი მე-4 კლასში; ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის შემეცნებითი კონფერენცია: "ერის ცხოვრება დაცულ არს ერით"; დედის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება; მოსწავლეთა სასწავლო-სამეცნიერო კონფერენცია ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში; მე-4 და მე-5 MYP კლასების თემატური გაკვეთილები; სპექტაკლი "ჯადოქრობის სკოლა"; 8 მარტის მილოცვა;

ყურადღება!
17 Mar 2014ა.წ. 20-23 მარტს აშშ ქ. ნიუ იორკში ტარდება ამერიკის შედარებითი ლიტერატურის ასოციაციის ყოველწლიური კონფერენცია. წლევანდელი სექციის თემაა “კავკასიური დედაქალაქები, შინ და გარეთ“ . ევროპული სკოლის ცოდნის თეორიის მასწავლებელმა, ნესტან რატიანმა,მოიპოვა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი და მიემგზავრება ამ კონფერენციაზე მოხსენებით: "ცენტრის ძიებაში-კონკურენტი პრეზიდენტები“.

ვუსურვოთ წარმატება!
17 Mar 2014საფრანგეთის ქალაქ ანსიში ა.წ. 19-24 მარტს გაიმართება ევროპის სტუდენტთა/მოსწავლეთა კინოფილმების ფესტივალი. ევროპული სკოლის IB XI კლასის მოსწავლეები: ნინო სიჭინავა, თეკლა თევდორაშვილი, ფარვინ ჰასანი, CAS კორდინატორის ალექსანდრე გიორგიძის ხელმძღვანელობით გაემგზავრნენ ევროპის სტუდენტთა/მოსწავლეთა კინოფილმების ფესტივალზე და საკონკურსო პროგამაში წარადგინეს ნინო სიჭინავას მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "მაღლა ცაში“.

ყურადღება!
15 Mar 2014ევროპული სკოლის უცხოური ენების კათედრა გეპატიჟებათ კვირეულზე. გთხოვთ, მობრძანდეთ!

ESTV - ახალი სატელევიზიო გადაცემის პრეზენტაცია!
11 Mar 2014ოთხშაბათს, 12 მარტს ევროპული სკოლის სატელევიზიო სტუდია - ESTV სააქტო დარბაზში 14-სთ. 30-წთ-ზე წარმოგიდგენთ ახალ სატელევიზიო პროექტს სახელწოდებით "დეტექტივი მარიკუშა“. გადაცემას უძღვება მე-4 კლასის მოსწავლე - მარიამ ადამია. დასწრება თავისუფალია.

ყურადღება!
07 Mar 2014სამშაბათს, 11 მარტს, 14 საათზე, ევროპულ სკოლაში საჯარო ლექციას წაიკითხავს ისტორიკოსი, გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე.გთხოვთ, მობრძანდეთ!