ახალი ამბები

შემოდგომის დღეები ევროპულ სკოლაში

24 Oct 2013

28 ოქტომბერს  გთავაზობთ შემოქმედებით პროექტს- "შემოდგომის დღეები ევროპულ სკოლაში“.

დასრულდა ივერი ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი.

21 Oct 2013

ევროპულ სკოლაში დასრულდა ივერი ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი.I და II ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ მედლებითა და საპატიო სიგელებით. I ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ გარდამავალი თასები. 

ყურადღება!

17 Oct 2013

პარასკევს, 18 ოქტომბერს, 15:30 საათზე, ევროპული სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა აწყობს პრეზენტაციას თემაზე: "აბრეშუმის გზიდან ტრასეკამდე“. პრეზენტაციაზე მოწვეულები არიან: ნათია მიქელაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, საქართველოში ტრასეკას ეროვნული მდივანი.ქეთი სალუქვაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.

ევროპული სკოლის ტრადიციული ჩემპიონატი ფეხბურთში დაიწყო.

15 Oct 2013

ევროპულ სკოლაში დაიწყო ივერი ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი. შეჯიბრება ტარდება 3 ასაკობრივ კატეგორიაში.  უახლოეს ხანებში გაიმართება ფინალური შეხვედრა.

სკოლის გამოსაშვები გამოცდები დასრულდა

15 Oct 2013

2013 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პირველი ეტაპი (გეოგრაფია,ფიზიკა,ბიოლოგია,ქიმია) ევროპულ სკოლაში წარმატებით დასრულდა. ვულოცავთ XII კლასის მოსწავლეებსა და პედაგოგებს!განსაკუთრებით გვეამაყება გუგა ბერიშვილის უმაღლესი შეფასება - 10 ქულა - ოთხივე საგამოცდო საგანში.სკოლის დირექცია მას აჯილდოვებს პრემიით.

ES News - 2013 წლის 7 ოქტომბრის გამოშვება

07 Oct 2013

გადაცემას უძღვება 10 კლასის მოსწავლე გიორგი დიასამიძე გადაცემის თემებია: ფეხბურთის წრის გახსნა სკოლამდელი აღზრდის ცენტრში; პირველი მეცადინეობები ევროპული სკოლის ხელოვნებისა და სპორტის წრეებში; უფროსკლასელთა ვიზიტი მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში; საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყება დაწყებით კლასებს შორის; ევროპული და სამეჯლისო ცეკვების სტუდიის გახსნა.

ყურადღება!

04 Oct 2013

ა.წ.  9, 10, 11 ოქტომბერს ევროპულ სკოლაში მოეწყობა  "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" წიგნების გამოფენა–გაყიდვა.გთხოვთ,მობრძანდეთ.                                                  

ახალი მოსწავლეების მშობლების საყურადღებოდ!

01 Oct 2013

ევროპული სკოლის ახალი მოსწავლეების მშობლებისთვის შაბათს, 5 ოქტომბერს, ჩატარდება ტრენინგი თემაზე: "ელექტრონული ჟურნალის გამოყენება სასწავლო პროცესში". ტრენინგის ჩატარების განრიგი: 11:00 სთ – პირველი კლასების მშობლებისთვის;12:00 სთ – II-XII კლასების მშობლებისთვის; ტრენინგის ხანგრძლივობა: 1 სთ; ჩატარების ადგილი: ისტ ლაბორატორია, IV სართული, ოთახი №47. მსურველებს, გთხოვთ, დაესწროთ.   ევროპული სკოლის დირექცია

ES NEWS - 2013 წლის 30 სექტემბრის გამოშვება

30 Sep 2013

გადაცემას უძღვება 12 კლასის მოსწავლე ეკა გიგაური გადაცემის თემებია: ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რიჩარდ ნორლანდის ვიზიტი ევროპულ სკოლაში; მოსწავლეთა დაჯილდოვება; ევროპული სკოლის ტელევიზიის ხელმძღვანელის ირაკლი ჯაოშვილის შეხვედრა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან გურამ ოდიშარიასთან; მეშვიდეკლასელთა ექსკურსია დმანისის არქეოლოგიურ გათხრებზე.