ახალი ამბები

ES NEWS - 2013 წლის 23 სექტემბრის გამოშვება

23 Sep 2013

გადაცემას უძღვება 11ა კლასის მოსწავლე სალომე ხვისტანი გადაცემის თემებია: 2013-2014 სასწავლო წლის გახსნა; პედსაბჭოს სხდომა; ფარიკაობის წრის გახსნა; პირველი დღე ევროპული სკოლის საბავშვო ბაღში.

ყურადღება!

20 Sep 2013

23 სექტემბერს ევროპულ სკოლაში გაიმართება American High School პრეზენტაცია.

ყურადღება!

19 Sep 2013

ევროპული სკოლის ამერიკული განათლების დეპარტამენტი AED აცხადებს მსურველთა მიღებას AP კურსებზე, სხვადასხვა საგანში მოსამზადებლად. სწავლა დაიწყება მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ American High School-ის დირექციას. 551 29 19 97 - ნათია თევზაძე. ევროპული სკოლისა და American High School დირექცია.

ყურადღება!

19 Sep 2013

ევროპული სკოლის ამერიკული განათლების დეპარტამენტი გთავაზობთ სრულ SAT და PSAT მოსამზადებელ კურსებს სხვადასხვა საგანში. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ AED დეპარტამენტის ხელმძღვანელს ქ-ნ. ნათია თევზაძეს - 551 29 19 97ევროპული სკოლის ადმინისტრაცია

გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას!

11 Sep 2013

ჩემო ძვირფასებო!უკვე წლებია ასე გესალმებით! ამ სიტყვებში ჩანს ჩემი თქვენდამი  დამოკიდებულება -გამოხატულება იმ სიყვარულისა და ნდობისა,  წლების განმავლობაში რომ ყალიბდებოდა და ფესვებს იდგამდა. ხანდახან ვფიქრობ, იქნებ ჯობია, ოფიციალურ მისალმებაში მხოლოდ რამდენიმე სიტყვით მოგილოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება, გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება პირად ცხოვრებაში და წარმატება პროფესიულ საქმიანობაში, მაგრამ, მერწმუნეთ, როდესაც თქვენ მოგმართავთ, იმდენად მეძვირფასებით, რომ მეტი მოფერება და სითბო მინდა გადმოგცეთ; მით უფრო, რომ წელს 7 წელი გახდება ჩვენი ურთიერთობისა! არც ცრუმორწმუნე ვარ და არც რაიმე პირობითი ნიშნებისა მწამს, მაგრამ მაინც თავს გამოვუტყდები და“ 7“ -ის საკრალურობისა მჯერა! ამ წლების განმავლობაში ჩვენ დიდი გზა გამოვიარეთ - სირთულეებითა და წარმატებებით სავსე, იყო სიხარული, იყო მიღწეულით კმაყოფილება, თუმცა ბევრი სიძნელეც და იმედგაცრუებაც, მაგრამ ეს ყველაფერი თქვენთან ერთად იყო, ერთად გავიზარდეთ და გავძლიერდით. ახლა უკვე თამამად ვამბობთ, რომ "ევროპულმა სკოლამ“ თავისი  სიტყვა თქვა: 2 წელია ჩვენი კურსდამთავრებულები ასახელებენ "ევროპულ სკოლას“ საქართველოშიც და ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. მათ გაიტანეს ჩვენი კედლებიდან არა მარტო  ცოდნა, არამედ  დიდი სიყვარული, სითბო და დარწმუნებული ვარ, ისინი ღირსეულად გააგრძელებენ გზას ცხოვრების ვრცელ ასპარეზზე! ჩვენ წლითიწლობით ვიზრდებით, ვეძებთ სიახლეებს, ვცდილობთ დავხვეწოთ და სრულვყოთ სწავლების ფორმები და მიდგომები, სწორედ ამიტომ "ევროპულ სკოლაში“ 3 სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამით მიმდინარეობს სწავლება  - ეროვნულთან ერთად ჩვენს მოსწავლეებს ვთავაზობთ (IB) საერთაშორისო ბაკალავრიატის და უკვე წლევანდელი სასწავლო წლიდან  ამერიკული უმაღლესი სკოლის პროგრამებს. იმედი მაქვს, არჩევანის მრავალფეროვნება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ერთი საერთო მიზნისკენ სწრაფვას -ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული გზით XXI საუკუნის განათლებისაკენ! ...და ბოლოს, როგორც იქნა, მივადექი სათქმელს - გილოცავთ ახალ სასწავლო წელს! გისურვებთ სიხარულს, ბედნიერებას პირად ცხოვრებაში და, რაც ჩვენთვის - ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პროფესიულ წინსვლას და წარმატებას;  ჩვენს მოსწავლეებს კი -მონდომებას, სიბეჯითეს, გამძლეობას, ცოდნის შეძენის დაუოკებელ წყურვილს და გამარჯვებას! თქვენი ნანა მოსიძე

ყურადღება!

10 Sep 2013

”ევროპული სკოლა”  გთავაზობთ: სახელოვნებო, სამეცნიერო და სპორტულ კლუბებსა და სტუდიებში  გაერთიანებას.კლუბებისა და სტუდიების ჩამონათვალი იხილეთ ვრცელ ინფორმაციაში.

გლობალური კონფერენცია "შიში, საშინელება და ტერორი“

10 Sep 2013

2013 წლის 5-7 სექტემბერს დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტის მენსფილდის კოლეჯში გაიმართა მეშვიდე ინტერდისციპლინური გლობალური კონფერენცია "შიში, საშინელება და ტერორი“. საქართველოს სახელით კონფერენციაში მონაწილეობდა ჩვენი სკოლის პედაგოგი ნინო ტაბეშაძე.

ევროპული სკოლის მოსწავლეთა და მშობელთა საყურადღებოდ!

09 Sep 2013

ევროპულ სკოლაში სწავლა განახლდება 2013 წლის 16 სექტემბერს. შეგიძლიათ იხილოთ 2013-2014 სასწ. წლისთვის საჭირო სახელმძღვანელოთა ჩამონათვალი:

სპექტაკლი ”წითელქუდა”

03 Jul 2013

სცენარის ავტორი და რეჟისორი ლიკა ქობულაძე თანარეჟისორები: ეკატერინე მახარობლიშვილი ანა სანაია მუსიკა: ტომ უეითსი