ახალი ამბები

გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას!

11 Sep 2013

ჩემო ძვირფასებო!უკვე წლებია ასე გესალმებით! ამ სიტყვებში ჩანს ჩემი თქვენდამი  დამოკიდებულება -გამოხატულება იმ სიყვარულისა და ნდობისა,  წლების განმავლობაში რომ ყალიბდებოდა და ფესვებს იდგამდა. ხანდახან ვფიქრობ, იქნებ ჯობია, ოფიციალურ მისალმებაში მხოლოდ რამდენიმე სიტყვით მოგილოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება, გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება პირად ცხოვრებაში და წარმატება პროფესიულ საქმიანობაში, მაგრამ, მერწმუნეთ, როდესაც თქვენ მოგმართავთ, იმდენად მეძვირფასებით, რომ მეტი მოფერება და სითბო მინდა გადმოგცეთ; მით უფრო, რომ წელს 7 წელი გახდება ჩვენი ურთიერთობისა! არც ცრუმორწმუნე ვარ და არც რაიმე პირობითი ნიშნებისა მწამს, მაგრამ მაინც თავს გამოვუტყდები და“ 7“ -ის საკრალურობისა მჯერა! ამ წლების განმავლობაში ჩვენ დიდი გზა გამოვიარეთ - სირთულეებითა და წარმატებებით სავსე, იყო სიხარული, იყო მიღწეულით კმაყოფილება, თუმცა ბევრი სიძნელეც და იმედგაცრუებაც, მაგრამ ეს ყველაფერი თქვენთან ერთად იყო, ერთად გავიზარდეთ და გავძლიერდით. ახლა უკვე თამამად ვამბობთ, რომ "ევროპულმა სკოლამ“ თავისი  სიტყვა თქვა: 2 წელია ჩვენი კურსდამთავრებულები ასახელებენ "ევროპულ სკოლას“ საქართველოშიც და ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. მათ გაიტანეს ჩვენი კედლებიდან არა მარტო  ცოდნა, არამედ  დიდი სიყვარული, სითბო და დარწმუნებული ვარ, ისინი ღირსეულად გააგრძელებენ გზას ცხოვრების ვრცელ ასპარეზზე! ჩვენ წლითიწლობით ვიზრდებით, ვეძებთ სიახლეებს, ვცდილობთ დავხვეწოთ და სრულვყოთ სწავლების ფორმები და მიდგომები, სწორედ ამიტომ "ევროპულ სკოლაში“ 3 სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამით მიმდინარეობს სწავლება  - ეროვნულთან ერთად ჩვენს მოსწავლეებს ვთავაზობთ (IB) საერთაშორისო ბაკალავრიატის და უკვე წლევანდელი სასწავლო წლიდან  ამერიკული უმაღლესი სკოლის პროგრამებს. იმედი მაქვს, არჩევანის მრავალფეროვნება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ერთი საერთო მიზნისკენ სწრაფვას -ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული გზით XXI საუკუნის განათლებისაკენ! ...და ბოლოს, როგორც იქნა, მივადექი სათქმელს - გილოცავთ ახალ სასწავლო წელს! გისურვებთ სიხარულს, ბედნიერებას პირად ცხოვრებაში და, რაც ჩვენთვის - ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პროფესიულ წინსვლას და წარმატებას;  ჩვენს მოსწავლეებს კი -მონდომებას, სიბეჯითეს, გამძლეობას, ცოდნის შეძენის დაუოკებელ წყურვილს და გამარჯვებას! თქვენი ნანა მოსიძე

ყურადღება!

10 Sep 2013

”ევროპული სკოლა”  გთავაზობთ: სახელოვნებო, სამეცნიერო და სპორტულ კლუბებსა და სტუდიებში  გაერთიანებას.კლუბებისა და სტუდიების ჩამონათვალი იხილეთ ვრცელ ინფორმაციაში.

გლობალური კონფერენცია "შიში, საშინელება და ტერორი“

10 Sep 2013

2013 წლის 5-7 სექტემბერს დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტის მენსფილდის კოლეჯში გაიმართა მეშვიდე ინტერდისციპლინური გლობალური კონფერენცია "შიში, საშინელება და ტერორი“. საქართველოს სახელით კონფერენციაში მონაწილეობდა ჩვენი სკოლის პედაგოგი ნინო ტაბეშაძე.

ევროპული სკოლის მოსწავლეთა და მშობელთა საყურადღებოდ!

09 Sep 2013

ევროპულ სკოლაში სწავლა განახლდება 2013 წლის 16 სექტემბერს. შეგიძლიათ იხილოთ 2013-2014 სასწ. წლისთვის საჭირო სახელმძღვანელოთა ჩამონათვალი:

სპექტაკლი ”წითელქუდა”

03 Jul 2013

სცენარის ავტორი და რეჟისორი ლიკა ქობულაძე თანარეჟისორები: ეკატერინე მახარობლიშვილი ანა სანაია მუსიკა: ტომ უეითსი

დამფუძნებელთა გრანტი

26 Jun 2013

ევროპული სკოლის დამფუძნებელთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012-2013 სასწავლო წლის II სემესტრის 21 სასწავლო კვირის და გამოცდების შედეგად, დამფუძნებელთა გრანტი მიენიჭათ შემდეგ მოსწავლეებს.N     სახელი,  გვარი     კლასი 1 ნიკოლოზ ელბაქიძე  10ბ კლასი 2 მარიამ ბერძნიშვილი   9ბ კლასი 3 მარიამ თრჩუნიანი  9ბ კლასი 4 ანა კურტანიძე  9ა კლასი 5 ანა ბაკურაძე  8გ კლასი 6 სალომე ჯოხაძე  8გ კლასი 7 ანა ფანჯაკიძე  8ბ კლასი 8 ელენე ქავთარაძე  8ბ კლასი 9 ანა გორდეზიანი  8ა კლასი 10 მარიამ გობიანიძე  8ა კლასი 11 გიორგი ლელუაშვილი  7გ კლასი 12 გიორგი მაჭარაშვილი   7ბ კლასი 13 ნუცა მარგიშვილი   7ა კლასი 14 ელენე ცხადაძე  7ა კლასისკოლის დირექცია და ევროპული სკოლის დამფუძნებელთა საბჭო ულოცავს მოსწავლეებს გრანტის მოპოვებას.

მშობელთა საყურადღებოდ!

18 Jun 2013

გთხოვთ ა.წ. 5 ივლისამდე დაუკვეთოთ მოსწავლის ფორმა შემდეგ მისამართზე:თბილისი, ცოტნე დადიანის გამზირი №7 (სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა“), V სართული, ოთახი №42-№44; ტელ.: 599-54-60-14; 230-59-93.                                                                    "ევროპული სკოლის“ დირექცია.

საზაფხულო ბანაკი ბაკურიანში

17 Jun 2013

15 ივლისიდან 30 ივლისამდე ეწყობა სპორტული ბანაკი ბაკურიანში საუკეთესო პირობებით:სამჯერადი კვება; კომფორტული სასტუმრო აუზი; კულტურული და სპორტული პროგრამა; ექსკურსიები და ლაშქრობები.ფასი - 600 ლარი.კონტაქტი 599 900862 ან 597 999822 ირაკლი ჯაოშვილი

გეპატიჟებით ევროპული სკოლის თეატრალური წრის სპექტაკლზე

14 Jun 2013

წითელქუდა მოქმედი პირნი და შემსრულებელნი წამყვანი - აბულაძე   ლაშა მწვანექუდა - გიორგიძე   ნანიკობებიკო - აბრამიშვილი   თამარომელაკუდა - გოზალიშვილი   დიმაწითელქუდა - ადამია   მარიამიდათუჩელა "მიმი“ - თავბერიძე   ანაჩიტი ”კოკო” - ბაქრაძე   ნიტადედა - კინტრაია   ნინიმონადირე ”კიკი” - ბეჟუაშვილი   იკამგელი - კინტრაია   ლუკასცენარის ავტორი და რეჟისორილიკა    ქობულაძეთანარეჟისორები:ეკატერინე   მახარობლიშვილიანა   სანაიამუსიკატომ   უეითსი