მსოფლიო აღნიშნავს ფრანკოფონიის დღეს.

20 მარტი ფრანგული ენის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მთელ
მსოფლიოში ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაცია ყოველ წელს აქვეყნებს 10 
ფრანგულ სიტყვას და აცხადებს შემოქმედებით კონკურსს სხვადასხვა მიმართულებით.
ევროპული სკოლის მოსწავლეებმა , ტასო ჩხენკელმა და ლუკა ჯიბუტმა, მონაწილეობა 
მიიღეს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში. 
ტასო ჩხენკელმა , AP -ის მე-9 კლასის მოსწავლემ ,შექმნა ნახატი.
ქართული სექტორის მე-11 კლასელმა, ლუკა ჯიბუტმა, დაწერა სიმღერის ტექსტი და 
მუსიკა. ევროპული სკოლის ბენდმა გააკეთა არანჟირება (გიტარა – ლუკა ჯიბუტი, 
ბასგიტარა – ალეკო გიორგიძე, დრამი – სანდრო ყარალაშვილი), სიმღერა შეასრულა ანუკა 
ციმაკურიძემ. ჟანრი – რეპი. ამ სიმღერისთვის შეიქმნა სპეციალური პრიზი.

Share on: