ახალი ამბები
ყვავილების ფესტივალი
03 Jun 20193 ივნისს “ევროპული სკოლაში“ ტრადიციულად ყვავილების ფესტივალი გაიმართა. ქართული პროგრამისა და საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გამართეს კონცერტი, მოხატეს ქოთნები და თავიანთი ხელით გახარებული ყვავილების გამოფენა-გაყიდვა მოაწყეს. მოსწავლეებმა ფესტივალის მონაწილეებს სახეზე ფერადი ყვავილები დაახატეს, გრძელი თეთრი პანო მოხატეს, მოაწყეს ფლეშ-მობი და დიდი ყვავილების დღესასწაული მოაწყეს. მხიარულ ფესტივალს “ევროპული სკოლის“ მშობლებიც შემოუერთდნენ. ყვივლების გაყიდვით შეგროვილი თანხა კი ქველმოქმედებას მოხმარდა.
“ოქროს პეპელას“ დაჯილდოების ცერემონიალი
03 Jun 20191 ივნისს ,,ევროპულ სკოლაში" მე-9 ჩატარდა საბავშვო საერთაშორისო ფილმების ,,ოქროს პეპელას" დაჯილდოების ცერემონიალი. ფესტივალის პროგრამის მიხედვით, სამი დღის განმავლობაში მოეწყო ფილმების ჩვენება, ვორქშოპები და მასტერკლასები. ფესტივალში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა რეჟისორები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და აგრეთვე სტუმრები, ბაქოდან, მოსკოვიდან და ყაზახეთიდან. გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები და დიპლომები. გრანპრი მოიპოვა კინოსტუდია ,,პიონერფილმის" მოსწავლემ ნიკა ზუბაშვილმა ფილმისთვის “ლეოს დაბადების დღე.“
გამოსაშვები საღამო
03 Jun 2019გიწვევთ “ევროპული სკოლის“ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საზეიმო ცერემონიალზე 6 ივნისი, ხუთშაბათი 20:00 საათი
TEDx ღონისძიება
31 May 201931 მაისს “ევროპულ სკოლაში“ ყოველწლიური ღონისძიება TEDx ჩატარდა თემაზე “ჯაჭვური რეაქცია.“ სამივე პროგრამის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი მოხსენებები ბავშვათა უფლებებზე, ფსიქოლოგიის კურსის შესწავლის მნიშვნელობაზე, ცხოველთა უფლებებზე, ჭადრაკის პოპულარიზაციაზე, გარემოს დაცვით პრობლემებზე, პიროვნულ განვითარებასა და გასართობი აქტივობების სასარგებლო თვისებებზე. მოსწავლეებმა გააჟღერეს ახალი იდეები და გაგვიზიარეს მსოფლიოში არსებული პრობლემების გადაჭრის საკუთარი ხედვა. დამსწრე საზოგადოიებისთვის შთამაგონებელი აღმოჩნდა მოზარდების იდეები და საინეტერესო დისკუსია გამოიწვია. ვიმედოვნებთ, ეს იდეები ჯაჭვური რეაქციასავით გავრცელდება არა მხოლოდ სკოლის საზოგადოებაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
ავსტრიელი მთხრობელი “ევროპულ სკოლაში“
31 May 2019“ევროპულ სკოლას“ ცნობილი ავსტრიელი მთხრობელი კატარინა რიტერი ეწვია და შეხვდა მოსწავლეებს, რომლებიც გერმანულ ენას შეისწავლიან. კატერინამ მოსწავლეებს წარუდგინა გერმანული, ავსტრიული თქმულებები და ლეგენდები რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. მათ საშუელება მიეცათ გერმანულ ენაზე მოესმინათ და ენახათ გაცოცხლებული ისტორიები.
“ძველი ბაღის ამბავი“
29 May 2019“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის Iგ კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის ბოლოს ტრანსდისციპლინარული თემის ფარგლებში წარმოადგინეს საბავშვო სპექტაკლი “ძველი ბაღის ამბავი." პრემიერაზე მოიწვიეს მშობლები და ოჯახის წევრები. შეასრულეს სიმღერები, ცეკვები და ხალისითა და მხიარულებით მოუყვნენ მაყურებელს “ძველი ბაღის ამბავს.“
ოქროს პეპელა - 2019
27 May 2019საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 29, 30, 31 მაისი - 1 ივნისი