ახალი ამბები
საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა
22 May 2019“ევროპული სკოლის“ PYP პროგრამის მე-3 კლასის მოსწავლეები საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ოფისს ეწვივნენ. სკოლის PRმენეჯერმა ნინო კუსრაშვილმა მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის, PRსტრატეგიის, მარკეტინგული კამპანიებისა და ღონისძიებების მოწყობის შესახებ. მოსწავლეები გაეცნენ პროფესიულ ლიტერატურას და მენეჯერისგან მიიღეს დავალება-მათ უნდა დაეწერათ მოკლე ინფორმაცია ღონისძიების შესახებ. რამდენიმე დღის შემდეგ პატარა მენეჯერებმა საკუთარი ხელით დაწერილი და მხატვრულად გაფორმებული დავალებები ჩააბარეს PRმენეჯერს და გამოთქვეს სურვილი PRკამპანიებში მონაწილეობის მიღებისა.
ნატურმორტები და პეიზაჟები
22 May 201921 მაისს “ევროპული სკოლის“ ლონდონის გამზირზე მე-4ბ კლასის მოსწავლეების დემეტრე წიკლაურისა და ილია მჭედლიშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მათ მიერ შესრულებული ნატურმორტები, პეიზაჟები და გრაფიკული ნამუშევრები. გამოფენამ დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
ღამე მუზეუმში
21 May 2019მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 18 მაისს ტრადიციული ღონისძიება “ღამე მუზეუმში“ მოეწყო. “ევროპული სკოლის“ IB MYP მერვე კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გ.ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში, რომელიც ჩატარდა გამოფენის: “საქართველო - ევროპა“ ფარგლებში და რომელიც ეძღვნებოდა მარჯორი უორდროპის 150 წლისთავს. ლიტერატურის მუზეუმში მოსწავლეებმა დაათვალიერეს ორი გამოფენა: “გიორგი ლეონიძე - 120, ლიტერატურის მუზეუმი - 90“ და “მარჯორი უორდროპ - 150“. გაეცნენ უნიკალურ ექსპონატებს - მემორიალურ ნივთებს, ხელნაწერებს, გამოცემებს. ამის შემდეგ მათ დაიწყეს ჯგუფური მუშაობა მარჯორი უოდროპის მიერ თარგმნილი ილია ჭავჭავაძის “განდეგილზე.“ შექმნეს ორენოვანი წიგნი, რომელიც გააფორმეს მხატვრულად. წიგნის ყდის ილუსტრაცია მიშიკო გაბაიძემ შექმნა. “ევროპული სკოლის“ მოსწავლეების საქმიანობა საინტერესო აღმოჩნდა მუზეუმში მოსული დამთვალიერებლისთვისაც და თავადაც ხალისით ჩაერთვნენ აქტივობაში.
საგანმანათლებლო კონფერენცია
21 May 201917-18 მაისს თურქეთში ქ. სტამბულში მე-3 საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია “საერთაშორისო კვლევები 2019“ ჩატარდა. კონფერენციის მთავარი თემები განათლება და სწავლება XXI საუკუნეში იყო. საგანმანათლებლო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო “ევროპული სკოლის“ ორმა პედაგოგმა: შორენა აბესაძემ და დავით ნოზაძემ. მათ წარმოადგინეს თემა “საგანმანათლებლო თამაშების როლი კომპიუტერული მეცნიერებების სწავლებაში.“ კონფერენციის ორგანიზატორი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის აკადემიური კვლევითი ცენტრი იყო. მონაწილეების მოხსენებები გამოქვეყნდა საერთაშორისო ჟურნალში - “International Journal of Social Sciences and Interdisciplinary Studies.“
სტუმრად ბავშვთა სოფელში
21 May 201916 მაისს PYP Student Council-ის წევრები ესტუმრნენ “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელს”, რომელიც ემსახურება რისკის ქვეშ მყოფი ოჯახების გაძლიერებას. “PYP მოსწავლეთა საბჭოს წევრებმა“ თავიანთი ინიციატივით დაგეგმეს სხვადასხვა აქტივობები, როგორიცაა საგანმანათლებლო თამაშები, მეცნიერული ცდები, ხელსაქმე, მცენარეების დათესვა და სხვა. ჩვენმა მოსწავლეებმა ასევე დაასაჩუქრეს “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელის” ბავშვები სხვადასხვა საჩუქრებით. ბავშვებმა ბევრი საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს ერთად, ბევრი იხალისეს და დამეგობრდნენ. “მოსწავლეთა საბჭო“ მომავალშიც გეგმავს მსგავსი აქტივობების განხორციელებას.
პერსონალური გამოფენა
21 May 2019“ევროპულ სკოლაში“-ლონდონის გამზირზე ქართული პროგრამის მე-4ბ კლასის მოსწავლის მაშო ბუცხრიკიძის პერსონალური ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ექსპოზიციაზე მისი ძმის თორნიკე ბუცხრიკის ნამუშევრებიც გამოიფინა. მოსწავლეებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში შესრულებული ნამუშევრები წარმოადგინეს და მნახველის დიდი მოწონება დაიმსახურეს.
PYP გამოფენა
20 May 201917 მაისს ,, ევროპული სკოლის" მთავარ დარბაზში PYP პროგრამის მე-5 კლასელებმა წლის შემაჯამებელი გამოფენა მოაწყეს. მოსწავლეები და პედაგოგები მოუთმენლად ელოდნენ აკადემიური წლის ყველაზე საინტერესო გამოფენის ნაწილს და განსაკუთრებულად მოემზადნენ. ტრანსდისწიპლინარული სწავლების საუკეთესო მაგალითი იყო მათი პრეზენტაციები, რომლებიც ძალიან საინტერესოდ წარმოაჩინეს. 8 კვირის განმავლობაში მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და მენტორებმა იმუშავეს სხვადასხვა თემაზე: გადამუშავება, დაბინძურების სახეები, უსახლკარობა, ცხოველთა უფლებები, ვიდეო თამაშები, ეკოლოგია და ტექნოლოგია. მოსწავლეებმა ითანამშრომლეს ხელოვნებისა და რობოტიკის პედაგოგებთან და მრავალფეროვანი თვალსაჩინოებები შექმნეს. დადგეს სპექტაკლი დედამიწის დღეზე; მოამზადეს ჩრდილების თეატრი, სადაც აჩვენეს გლობალური პრობლემები; გაამწვანეს სკოლის ეზო ნარგავებით; დაბეჭდეს საინფორმაციო ბუკლეტები; ჩაწერეს ვიდეოები; ჩაატარეს კვლევები; მუსიკის პედაგოგთან ერთად მოამზადეს მუსიკალური ნომრები და შეასრულეს ფინალური სიმღერა, რომრლიც კონცეპტუალურად მათ არჩეულ თემებს ეძღვნებოდა. PYP პროგრამის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილმა პროექტებმა ნათლად აჩვენა მათი დიდი ინტერესი ბუნების დაცვის მიმართ. დამთვალიერებლები დარწმუნდნენ, რომ ისინი მართლაც გლობალურად მოაზროვნე მოქალაქეები არიან და მოსწავლეების ამ გამოფენამ მნახველის დიდი მოწონება დაიმსახურა.
ესტონელი სტუმრების ვიზიტი
20 May 201917 მაისს “ევროპულ სკოლას“ ესტონეთის განათლების მინისტრის მოადგილე ბ-ნი მარტ ლეიდმეტსი და ესტონეთის ელჩი ბ-ნი მარგუს გერინგი დელეგაციასთან ერთად ეწვივნენ. შეხვდნენ სკოლის აკადემიურ დირექტორს სოფიო ბაზაძეს. დაათვალიერეს სკოლა, საბავშვო ბაღი და ისაუბრეს სასკოლო განათლებასა და სასწავლო მეთოდების შესახებ.
ლექცია ძილის მნიშვნელობაზე
20 May 201916 მაისს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებს ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ქალბატონმა ბუციკო ჩხარტიშვილმა ლექცია წაუკითხა ძილის მნიშვნელობაზე. მოზარდებმა მიიღეს ინფორმაცია ძილის პათოლოგიების, ძილ-ღვიძილის ციკლის შესახებ და ინტერაქციულ რეჟიმში მოისმინეს პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე. ლექცია ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.