MYP ასამბლეა
MYP ასამბლეაზე, მოსწავლეებს გააცნეს სიახლეები სასწავლო ექსკურსიების, საზოგადოების სამსახურისა და ახალი სამეცადინო ოთახის გახსნის შესახებ. ამ უკანასკნელით სადილის დროს ისარგებლებენ მოზარდები, რომელთაც დამატებით სურთ დამოუკიდებლად მეცადინეობა.
ბატონმა რიზმა მოსწავლეებს მოუთხრო იგავი სათაურით: “იმპერატორი და მარცვალი“, რომელმაც მოზარდები დააფიქრა კეთილსინდისიერებაზე, ნდობასა და სწორად მოქცევაზე იმ შემთხვევაშიც კი, როცა არავინ გიყურებს. ეს ყველაფერი ესადაგება სკოლის სლოგანს: “ სრულყოფილება სწავლაში ცხოვრებისთვის მზადების გზაზე“ . MYP პროგრამის ხელმძღვანელმა წარმატების თასით დააჯილდოვა ყველა მე-6 კლასელი MYP პროგრამასთან საუკეთესო შეთვისებისა და სანიმუშო ყოფაქცევისთვის.