ახალი ამბები

ესტონელი სტუმრების ვიზიტი
20 May 201917 მაისს “ევროპულ სკოლას“ ესტონეთის განათლების მინისტრის მოადგილე ბ-ნი მარტ ლეიდმეტსი და ესტონეთის ელჩი ბ-ნი მარგუს გერინგი დელეგაციასთან ერთად ეწვივნენ. შეხვდნენ სკოლის აკადემიურ დირექტორს სოფიო ბაზაძეს. დაათვალიერეს სკოლა, საბავშვო ბაღი და ისაუბრეს სასკოლო განათლებასა და სასწავლო მეთოდების შესახებ.

ლექცია ძილის მნიშვნელობაზე
20 May 201916 მაისს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებს ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ქალბატონმა ბუციკო ჩხარტიშვილმა ლექცია წაუკითხა ძილის მნიშვნელობაზე. მოზარდებმა მიიღეს ინფორმაცია ძილის პათოლოგიების, ძილ-ღვიძილის ციკლის შესახებ და ინტერაქციულ რეჟიმში მოისმინეს პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე. ლექცია ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

სახვითი ხელოვნების კონკურსის გამარჯვებულები
16 May 201911 მაისს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეების ნამუშევართა გამოფენა და დაჯილდოების ცერემონიალი “სახვითი ხელოვნების მუზეუმში“ გაიმართა. საერთაშორისო ორგანიზაციის RIAF – Georgia World Youth Art Summit-ის ორგანიზებით სახვითი ხელოვნების კონკურსი მოეწყო, სადაც საქართველოს ყველა კუთხიდან 680 კონკურსანტი მონაწილეობდა, მათ შორის “ევროპული სკოლის“ 21-მა მოსწავლემ წარადგინა ნამუშევრები. სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში “ევროპული სკოლის“ 5-მა მოსწავლემ მოიპოვა გამარჯვება. გრანპრი მიხეილ ჯონას ოვერლის გადაეცა; ოქროს პრიზით დაჯილდოვდნენ: ელენე ქურდიანი და ალინა სპანოვა; ვერცხლის პრიზი დანიილ იევსტფიევიმ მოიპოვა და ბრინჯაოს პრიზიორი ეიჯრინ იაგმურ კურტი გახდა. სამომავლოდ გამარჯვებული მხატვრების ნამუშევრების ექსპოზიცია სამხრეთ კორეაში მოეწყობა და დაიბეჭდება 2020 წლის კალენდარზე.

გაკვეთილი “ბაბალეში“
16 May 201915 მაისს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-3ა კლასის მოსწავლეები სოციალურ საწარმო “ბაბალეს" ესტუმრნენ. პედაგოგის ხელმძღვანელობით მათ მოხატეს ხელნაკეთი საფანქრე ყუთები. ესკიზები და ექსპოზიცია თავად შეარჩიეს და ფერად-ფერადი საღებავებით შექმნეს ნახატები. “ბაბალეს“ გაკვეთილები მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი და სახალისო აღმოჩნდა.

შეხვედრა ნარკოლოგთან
15 May 201914 მაისს “ევროპულ სკოლას“ ეწვია ექიმი-ნარკოლოგი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ბემონის“ წარმომადგენელი თამარ სირბილაძე. “ბემონი“ 20 წელია მუშაობს ახალგაზრდებში ნარკოტიკების მოხმარების პრევენციის საკითხებზე. ექიმმა მოზარდებს ესაუბრა რა არის ნარკოტიკი, რას ნიშნავს წამალდამოკიდებულობა და ქცევითი დარღვევები. რა შედეგი მოაქვს ნარკოტიკების მოხმარებას და ინფორმაცია მიაწოდა სხვადსხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ. მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ამგვარი პრობლემური საკითხების განხილვა პროფესიულ დონეზე.

კლასიკური მუსიკის ფესტივალი
15 May 201914 მაისს “ევროპული სკოლის“ მთავარ დარბაზში კლასიკური მუსიკის ფესტივალი ჩატარდა. დასკვნით კონცერტზე მათ წარმოადგინეს საფორტეპიანო, ვოკალური ნომრები და სხვდასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვეს. საუკეთესო შემსრულებლები შეარჩიეს ჟიურის წევრებმა: კომპოზიტორმა რუსუდან სებისკვერაძემ, “ევროპული სკოლის“ მუსიკის პედაგოგებმა გულიკო ჯომარდიძემ, ნინო ჭალისურმა და კოორდინატორმა კატო ბაქრაძემ. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა და მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ევროპული უნივერსიტეტები
14 May 201913 მაისს “ევროპულ სკოლას“ ეწვივნენ წარმომადგენლები ხუთი ევროპული უნივერსიტეტიდან: EHL – Swiss Hospitality Management School in Lausanne, Switzerland IE University, Madrid, Spain Bocconi University, Milan, Italy Modul University, Vienna, Austria Jacobs University, Bremen, Germany სტუმრებმა ისაუბრეს ევროპაში სწავლის უპირატესობებზე, ჩაატარეს პრეზენტაცია სასწავლო პროგრამების შესახებ და უპასუხეს მოსწავლეების შეკითხვებს.

ბრიტანეთის საბჭოს ტრენინგი
14 May 201911-12 მაისს ბრიტანეთის საბჭოსა და “ევროპული სკოლის“ სამწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში ინგლისური ენის სწავლების სფეროში საყოველთაოდ ცნობილმა ექსპერტმა – სკოტ თორნბერიმ პედაგოგებისთვის საინტერესო ტრენინგები ჩაატარა. სკოტს, როგორც პედაგოგს და ტრენერს 30 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. საერთაშირისო ექსპერტი სკოტ თორნბერი წარმატებით მუშაობდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი ავტორობით გამოიცა არა ერთი ყველასათვის საჭირო სახელმძღვანელო ენის სწავლებასა და მეთოდოლოგიაზე.