ახალი ამბები

დაჯილდოების ცერემონია საკრებულოში

07 May 2019

6 მაისს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები თბილისის საკრებულოს თავჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის უფროსმა თამარ ტალიაშვილმა სერთიფიკატებით დააჯილდოვეს. თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში სიტყვით გამოვიდნენ და მოსწავლეებს წარმატება მიულოცეს “ევროპული სკოლის“ აკადემიურმა დირექტორმა სოფიო ბაზაძემ და “ახალგაზრდა დიპლომატების ასოციაციის“ თავჯდომარემ რიტა პროკოპენკომ. სერთიფიკატები გადაეცათ მოსწავლეებს, რომლებიც ოფიციალური ვიზიტით სტასბურგში და ბრიუსელში “ევროპარლამენტში“ და “ევროკომისიაში“ იმყოფებოდნენ. დაჯილდოების გარდა საკრებულოს ისტორიულ დარბაზში პროექტის მონაწილე, ახალგაზრდა დიპლომატის მიშიკო გაბაიძის ნახატების ექსპოზიციაც მოეწყო. საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელობისთვის დაჯილდოვდნენ “ევროპული სკოლის“ აკადემიურ დირექტორი სოფიო ბაზაძე და პროგრამის კოორდინატორი ლინდა ციცქიშვილი.

სპექტაკლის პრემიერა

07 May 2019

6 მაისს “ევროპული სკოლის“ მთავარ დარბაზში თეატრალური სტუდიის ახალგაზრდა მსახიობებმა სპექტაკლის პრემიერა გამართეს. მუზიკლი “ადგილი ორისათვის“ მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე საკუთარი ინტერპრეტაციით წარადგინეს და თავიანთი მსახიობის ოსტატობით გააკვირვეს მაყურებელი. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია სტუდიის ხელმძღვანელი დავით ნადირაშვილი და ქორეოგრაფი ბექა ყურაშვილი. წარმოდგენამ სრული ანშლაგით ჩაიარა. სამომავლოდ “ევროპული სკოლის“ თეატრალური დასი ბაქოში ამავე სპექტაკლის საერთაშორისო პრემიერისთვის ემზადება.

თვითმმართველობის დღე

07 May 2019

22 მაისს “ევროპულ სკოლაში“ თვითმმართველოდბის დღე გამოცხადდება. ერთი დღით მოსწავლეები მასწავლებლები გახდებიან. ჩატარდება გასართობი და შემეცნებითი გაკვეთილები. მოსწავლეები მოირგებენ აკადემიური დირექტორის, კოორდინატორების, ფსიქოლოგის, ექიმის, PR მენეჯერის, დამლაგებლისა თუ დაცვის თანამშრომლების როლებს.

დედამიწა ჩვენი სახლია

03 May 2019

1 მაისს “ევროპული სკოლის“ MYP პროგრამის მე-6 და მე-7 კლასელებმა კიდევ ერთი განსაკუთრებული აქცია მიუძღვნეს დედამიწის დღეს. მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის ტერიტორია. ასევე სკოლის ეზოში ფერადი ცარცებით დახატეს პლანეტები. კოორდინატორების ხელმძღვანელობით დასუფთავების აქციას კარგად გაართვეს თავი. მათ კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი დედამიწას და თავიანთი აქტივობით სხვებსაც დაანახეს, რომ უნდა გავუფრთხლიდეთ გარემოს.

საბა ქუთელიას პერსონალური პროექტის პრეზენტაცია

02 May 2019

“ევროპული სკოლის“ MYP პროგრამის მე-10 კლასის მოსწავლემ საბა ქუთელიამ სკოლის ბიბლიოთეკაში პერსონალური პროექტის პრეზენტაცია მოაწყო. საბამ მოამზადა ძალიან საინტერესო ვიდეო. მისი გამოსვლა ეხებოდა ბოლო წლების საქართველოს ისტორიას და რა ნაბიჯები გადაიდგა კონფლიქტების მოგვარების კუთხით ჩვენს ქვეყანაში. საბა ქუთელიამ ძალიან ამომწურავად და საინტერესოდ წარადგინა პროეტი და უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს.

საფრთხეები და ინტერნეტბულინგი

01 May 2019

დღეს “ამერიკული უმაღლესი სკოლის“ რამდენიმე მოსწავლემ MYP პროგრამის მე-6-მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის ჩაატარა ლექცია ინტერნეტბულინგის შესახებ.  ცნობიერების ამაღლების მიზნით განიხილეს რა საფრთხეები არსებობს ინტერნეტში ბულინგის თვალსაზრისით და როგორ უნდა დავიცვათ თავი. ლექცია გაიმართა ინგლისურის მასწავლებლის ნანა მუქერიას ხელმძღვანელობით.

ჩოგბურთის ტურნირის გამარჯვებული

01 May 2019

27 აპრილს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-4ა კლასის მოსწავლემ დიანა ჯანაშიამ ჩოგბურთის ტურნირში პირველი ადგილი მოიპოვა.  გამოჩენილი ჩოგბურთელის “სოლომონ თუხარელის სახელობის“ ტურნირი ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა და დიანა ჯანამშიამ გამარჯვება გოგონათა, 10 წლიანთა კატეგორიაში მოიპოვა.  ვულოცავთ დიანას ამ გამარჯვებას და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ!

DP პროგრამის პრეზენტაციები

01 May 2019

“ევროპული სკოლის“ IB DP პროგრამის მოსწავლეებმა კლასგარეშე აქტივობების ფარგლებში შექმნილი პროექტების პრეზენტაციები მოაწყეს. IB პროგრამის შემადგენელი ნაწილია პიროვნული განვითარების და საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტების განხორციელება, ამიტომაც მოსწავლეებმა განიხილეს შემდეგი თემები: თანამედროვე აგრარული სისტემის შექმნა, საქველმოქმედი მიზნებისთვის ღონისძიებების ორგანიზება, გარემოს დასუფთავება და ბავშვებში ეკოლოგიის მნიშვნელობის ცნობადობის ამაღლება, შშმ პირების რეგულარული დახმარება, თბილისის თეატრების დეკორაცია, არაფორმალური განათლების ფარგლებში ახალგაზრდული ევრო-პარლამენტის ორგანიზება და სხვ.

მოსწავლეები “ევროპულ ბაღში“

01 May 2019

24 აპრილს PYP პროგრამის მოსწავლეები “ევროპული ბაღის“ აღსაზრდელების 2 ჯგუფს ეწვივნენ და ინგლისური ენის გაკვეთილზე საკუთარი ხელით შექმნილი წიგნი და თავიანთი დაწერილი ზღაპრები წაუკითხეს.  მოსწავლეებმა მიიღეს საოცარი გამოცდილება და ძალიან მოეწყონათ ბაგა-ბაღის ბავშვებთან ურთიერთობა.