კვლევა-ძიება კრეატიულ გარემოში

28-29 სექტემბერს “ევროპულ სკოლაში” IB PYP მე-3 კატეგორიის ვორქშოფი თემაზე: “კვლევა-ძიება კრეატიულ გარემოში” ჩატარდა. ვორქშოფზე ყურადღება გამახვილდა PYP პროგრამის მოსწავლეთა შესაძლებლობაზე, თითოეული ჩაერთოს შინაარსიანი კვლევა-ძიების პროცესში ტრანსდიციპლინური თემებისა თუ ცალკეული საგნების გაკვეთილების ფარგლებში.

ძიების სხვადასხვა მოდელი არსებობს, თუმცა თითოეული ახდენს რეფლექსიის, ახალი ძიების ინიცირებასა და ღრმა გაგების ჩამოყალიბებას. კვლევა-ძიებაზე დაფუძნებული სწავლება არის დიფერენცირების საუკეთესო საშუალება, რომელიც მიუხედავად ენობრივი კომპეტენციისა და სწავლის სტილისა, ხელს უწყობს ინდივიდუალური აზრის ჩამოყალიბებასა და შინარსიანი ქმედების განხორციელებას.

პროფესიული განვითარების სესიას უძღვებოდა დარენ არბური, რომელიც IBEN წევრია, ატარებს ვორქშოფებს და საერთაშორისო გამოცდილება შემოაქვს სასკოლო გარემოში.

Share on: