ახალი ამბები

კინგსის ოლიმპიადის ფინალისტები

20 Oct 2023

17 ოქტომბერს ,,ევროპული სკოლის“ 50-ზე მეტ მოსწავლეს კინგსის ოლიმპიადის საგაზაფხულო სესიაზე მოპოვებული სერტიფიკატები გადაეცა.

ხელების დაბანის მსოფლიო დღე

17 Oct 2023

“ევროპული სკოლისთვის“ მნიშვნელოვანია მოსწავლეთა განათლება ჰიგიენის კუთხით. ხელების დაბანის მსოფლიო დღე შესანიშნავი შესაძლებლობაა ხელების სწორად დაბანის მნიშვნელობის გასააზრებლად, ჰიგიენის წესების დაცვის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.

შეხვედრა მშობლეთა და მასწავლებელთა ასოციაციის ახალ წევრებთან

14 Oct 2023

მშობელთა და მასწავლებელთა ასოციის (PTA) წევრებთან ახალ სასწავლო წელს დაგეგმილი პირველი შეხვედრა “ევროპულ სკოლაში“ გასულ კვირას გაიმართა. მსგავს შეხვედრებზე დასწრება მშობლებს შვილების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის, სხვა მშობლებთან და ადმინისტრაციასთან ურთიერთობისა და იდეების გაზიარების შეასაძლებლობას აძლევს. აღნიშნულ შეხვედრაზე დამსწრეებმა დირექტორისა და ასოციაციის კოორდინატორისგან მიიღეს ინფორმაცია სკოლის სიახლეების შესახებ, გაეცნენ მიმდინარე პროექტებსა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს, დაესწრნენ “განათლების ფსიქოლოგთა ასოციაციასთან“ მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას, ველნეს-ექსპერტ მიხეილ ქოჩიაშვილისგან მიიღეს რჩევები სწორი კვების შესახებ და დააგემოვნეს სკოლის კაფეტერიის ჯანსაღი კერძები.

შეხვედრები უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

10 Oct 2023

მაღალრეიტინგული უნივერსიტეტები აგრძელებენ  “ევროპულ სკოლაში“ ვიზიტებს, რომელთა ფარგლებშიც ხდება მათი პროგრამების, ჩარიცხვის პროცედურებისა და კურსდამთავრებულთა შესაძლებლობების გაცნობა.

#ESმწვანეწელი

28 Sep 2023

“ევროპული სკოლა“ 2023-2024 სასწავლო წელს აცხადებს მდგრადი განვითარების “მწვანე“ წლად! არსებული თუ მომავალი თაობების ინტერესებიდან გამომდინარე, ვგეგმავთ ისეთი პრაქტიკების დანერგვას, რაც გარემოს დაცვას  და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებას შეუწყობს ხელს. “ევროპული სკოლა“ ამზადებს მოსწავლეებს, რომლებიც მსოფლიოს უფრო ჯანსაღი, სუფთა, მდგრადი   მომავლისკენ გაუძღვებიან. 

“ევროპულ სკოლასთან“ არსებული თანამედროვე ცეკვების ანსამბლი “ევროპელები“

25 Sep 2023

“ევროპულ სკოლასთან“ არსებული თანამედროვე ცეკვების ანსამბლი “ევროპელები“

კლუბების გამოფენა 2023

25 Sep 2023

22 სექტემბერს “ევროპულმა სკოლამ“ უმასპინძლა კლასგარეშე კლუბების გამოფენას, სადაც მოსწავლეები გაეცნენ კლუბების საქმიანობას, გაესაუბრნენ წარმომადგენლებს და შეძლეს ინჟინერიითა თუ ჩინური ენის შესწავლით დაწყებული და თექის დამუშავებით დამთავრებული, საოცრად მრავალფეროვანი, განხსვავებულ ინტერესებზე მორგებული აქტივობების შერჩევა.

პირველი დღე “ევროპულ საბავშვო ბაღში“

19 Sep 2023

პირველ დღეს “ევროპულ ბაღში“ მოსულ პატარებს ზუზუმ, მინიმ, სანიმ, ლუმ და მხიარულმა ჯამბაზებმა უმასპინძლეს. ბავშვები სიამოვნებით შეუერთდნენ სახალისო თამაშებს და ჟრიამულით შეავსეს ყოველი კუთხე-კუნჭული ეზოსა თუ შენობაში.

ახალი სასწავლო წელი

15 Sep 2023

“ევროპულ სკოლაში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ზღვა ენერგიით, პოზიტიური მოლოდინებით, ბედნიერი, ღიმილიანი სახეებით შეივსო სკოლის ორივე შენობა. ოჩოფეხებზე მოსიარულე გმირებმა, მომღიმარმა მასწავლებლებმა და დირექტორმა გულთბილი დახვედრა მოუწყვეს პირველკლასელებს. პატარებმა ხელისგულებით მოხატეს კედელი, საჩუქრად მიიღეს “დედა ენა“ და არაერთ სახალისო თამაშსა და აქტივობაში ჩაერთნენ.