ახალი ამბები

ლიტერატურული კვირეული “ევროპულ სკოლაში“

23 Nov 2023

ლიტერატურული კვირეული განსაკუთრებული, დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მომტანი იყო მოსწავლეებისთვის. წიგნების ფესტივალი, ახალი გამოცემების წარდგენა, ლიტერატურული ვიქტორინის გამარჯვებულთა დაჯილდოება, მწერლებთან: მარიამ წიკლაურთან, რატი ჩიქოვანთან შეხვედრა, ჯგუფი “ნუ მიეყრდნობის" კონცერტი და ბოლოს, კვირეულის კულმინაცია - მწერალი დათო ტურაშვილის მასპინძლობა, მოზარდებისთვის იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყვნენ ლიტერატურის მნიშვნელობაზე და გაეთავისებინათ წიგნის კითხვის მშვენიერება.

“მიკრობიოტას“ ეკოაქტივობა

21 Nov 2023

“ევროპულმა სკოლამ“ “მწვანე“ წლის აქტივობების ფარგლებში კომპანია “მიკრობიოტას“ უმასპინძლა. სტუმრები ქართული პროგრამის მე-5 კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ, იაპონიაში მიკრობიოლოგ ტეირო ჰიგას მიერ შემუშავებული მიკროორგანიზმული ნაერთი EM (ეფექტური მიკროორგანიზმები) წარუდგინეს და სოფლის მეურნეობაში, ეკოლოგიასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი გამოყენების მნიშვნელობაზე ეასუბრნენ. მოზარდებმა დაამზადეს ე.წ EM ბომბები, რომლებსაც მოგვიანებით გამოიყენებენ წყლის სისტემების გასაჯანსაღებლად.

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეები ირჩევენ “მწვანე“ მიმართულებას!

17 Nov 2023

“ევროპული სკოლის“ საზოგადოების წევრები “მწვანე“ მიდგომებს ნერგავენ და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ გარემოს მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად.

შეიმეცნე გერმანული ენა

17 Nov 2023

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეები გერმანული ენის შესწავლის გაუმჯებესების მიზნით “გოეთეს ინსტიტუტს“ ეწვივნენ და სახალისო ვორქშოპებსა და აქტივობებში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ. მოსწავლეებმა ბუშტების გამოყენებით იცეკვეს და წარმოთქვენს უცხო სიტყვები, რაც ენის უკეთ დაუფლებაში ძალიან დაეხმარათ. ითამაშეს ვიქტორინაც და მოიგეს პრიზები. პროგრამაში მონაწილეობა გერმანული ენის პედაგოგების ნინო ფალავდიშვილისა და მთვარისა ბუსხიკაძის ხელმძღვანბელობით მოხდა.  

არჩევნები 2023

03 Nov 2023

დღეს “ევროპულ სკოლაში“ მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. ხმა მისცა VI-XII კლასის 787 მოსწავლემ. ამ პროცესის დასრულებისთანავე მოხდა ხმების დათვლა და შედეგების გამოცხადება. მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარე გახდა მარიამ ბეჟუაშვილი.

Haloween - 2023

03 Nov 2023

“ევროპულ სკოლაში“ ჰელოუინის განწყობა ტრიალებდა გუშინ: მხიარულება, ენერგია, დეკორატიული გოგრები, დერეფნებში მოსეირნე სუპერგმირები, ფერიები და მოჩვენებები, რომლებიც ხალისით პოზირებდნენ ფოტოების გადასაღებად.   

ანიმაციის საერთაშორისო დღე

29 Oct 2023

ანიმაციის საერთაშორისო დღე ქართული პროგრამი მოსწავლეებმა განსაკუთრებული ხალისითა და ენთუზიაზმით აღნიშნეს. მოზარდები გაეცნენ ანიმაციური ფილმის ისტორიას, გაიგეს საინტერესო ფაქტები პირველი ქართული მულტიპლიკაციური ფილმისა და მისი შემქმნელების შესახებ, ისაუბრეს უოლტ დისნეის შემოქმედებაზე და ჩაერთნენ უამრავ გასართობ აქტივობაში.  

#ElectionDebates2023 #ESStudentParliament

26 Oct 2023

“ევროპულ სკოლაში“ ყოველწლიურად ტარდება წინასაარჩევნო დებატები მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის. დებატები 2023, რომელიც 25 ოქტომბერს გაიმართა, იყო საუკეთესო შესაძლებლობა მოსწავლე-ლიდერებისთვის, წარმოეჩინათ საკუთარი პიროვნება და ამომრჩევლებისთვის გაეცნოთ საარჩევნო პროგრამა. მათ უპასუხეს სხვა კანდიდატებისა და დამსწრეთა შეკითხვებს.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა

26 Oct 2023

2022-2023 სასწავლო წლის გეოგრაფიის, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა, “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-12 კლასის მოსწავლე ალექსი შუშანია. ვულოცავთ ალექსს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ.