შეხვედრა საუნივერსიტეტო მრჩეველთან
10 დეკემბერს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის უფროსკლასელებს საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურის გუნდის წარმომადგენლები შეხვდნენ და ესაუბრნენ სამომავლოდ კარიერის დაგეგმვასა და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე. ინტერაქციულ რეჟიმში მოსწავლეებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროფესიონალი მრჩეველებისგან.