გამომცემლობა “არტანუჯმა“ “ევროპული სკოლის“ ბიბლიოთეკას სპორტულ თემატიკაზე გამოცემული წიგნები გადასცა
26 თებერვალს, “ევროპულ სკოლას“ გამომცემლობა “არტანუჯის“ სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი ვაჟა სიმონიშვილი და სპორტული ჟურნალისტი ილია ნანობაშვილი ესტუმრნენ და სკოლის ბიბლიოთეკას სპორტულ თემატიკაზე გამოცემული წიგნები გადასცეს. ამერიდან, სკოლის მოსწავლეებს შეეძლებათ რომ ბიბლიოთეკაში ისეთ საინტერესო წიგნებს გაეცნონ, როგორებიც გახლავთ: ილია ნანობაშვილის “სად მივდივართ? ევროპაში“, ლევან ბერძენიშვილის “ფეხბურთის კაცი“, გოჩა კაჭარავას “ლებრონ ჯეიმსი“, ილია ბაბუნაშვილის “პეპ გვარდიოლა“ და ბევრი სხვა.
სტუმრებმა, რომლებიც ამავდროულად კალათბურთის და ფეხბურთის თემატიკაზე შექმნილი არაერთი წიგნის ავტორები არიან, სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ალექსანდრე მაისურაძესთან ერთად ქართული და ამერიკული პროგრამების სკოლის მოსწავლეებს ქართული სპორტის ისტორიიდან საინტერესო ამბები გაუზიარეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
გამომცემლობა “არტანუჯსა“ და “ევროპულ სკოლას“ შორის თანამშომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება – “არტანუჯი“ სკოლის ბიბლიოთეკას სპორტულ თემატიკაზე გამოცემულ წიგნებს მომავალშიც უსახსოვრებს, ამასთან გაგრძელდება წიგნის ავტორების და სკოლის მოსწავლეების შეხვედრები და მათთან ერთად სხვადასხვა სპორტულ ამბებზე დისკუსია.