ექსკურსია გოეთეს ინსტიტუტში

პროექტი “ წიგნის“ფარგლებში ევროპული ბაღის მოსამზადებელი ჯგუფი ეწვია გოეთეს ინსტიტუტს, მათი ახალი, საბავშვო ბიბლიოთეკის დასათვალიერებლად. ჩვენი მასპინძელი იყო ჯგუფის ერთერთი მშობელი, რომელმაც ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად განსაკუთრებულად სასიამოვნო გარემო შექმნა ბავშვებისთვის.

პატარებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მრავალფეროვანი და ლამაზი საბავშვო წიგნებიმოისმინეს ზრაპარი, ნახეს მოკლე პრეზენტაცია გერმანულ ტკბილეულზე.

მათ ასევე ძალიან იხალისეს ფერადი ხილის სასმელების მომზადებითხელნაკეთი ნამუშევრების შექმნით და ინსტიტუტში მცირე ექსკურსიით.

ეს იყო სიხარულითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე დღე!

Share on: