ხელოვნების სტუდია

სახვითი ხელოვნება

საბავშვო ბაღში სახვითი ხელოვნების გაკვეთილი   აერთიანებს ისეთ საქმინობებს როგორიცაა : როგორიცაა  ხატვა, ძერწვა, აპლიკაცია, კონსტრუირება.

სახვითი  ხელოვნების უნარების განვითარება ბავშვებში უნდა მიმდინარეობდეს გეგმაზომიერად და სისტემატიურად.

ხელოვნება ეხმარება ბავშვს შეიცნოს საკუთარი თავი. ეხმარება საკუთარი აზრის , სტილის და გემოვნების ჩამოყალიბებაში. ჩვენს გაკვეთილებზე ბავშვები ნამდვილ მხატვრებად გრძნობენ თავს.

ფსიქოლოგთა აზრით ფერზე მუშაობა ეხმარება პატარას ფსიქო-ემოციური დაძაბულობის მოხსნაში, ფანტაზიის და წარმოსახვის უნარის ჩამოყალიბებაში. ავითარებს სენსორულ-მოტორულ კოორდინაციას. სწავლობს ფურცელზე ორიენტირებას, ფორმისა და მოცულობის აღქმას.

მუსიკა

მუსიკის გაკვეთილზე აღსაზრდელი ეცნობა ხალხურ , კლასიკური და თანამედროვე მუსიკის ნიმუშებს, რაც ხელს უწყობს მისი სულიერი სამყაროს გამდიდრებას. სმენის, რითმის გრძნობის, გემოვნების განვითარებას.

ცეკვა

3-4 წლის ბავშვებს უკვე შეუძლიათ ბევრი მოძრაობის გამეორება. მაგრამ ჯერსაკმარისად მოქნილები არ არიან. ცეკვის  კავეთილზე პატარები სწავლობენ ხელებისა და ფეხების მოძრაობის კოორდინირებას სიარულის, სირბილის და ცეკვის დროს. სწავლობენ ელემენტარულ საცეკვაო მოძრაობებს. დგამენ მარტივ ქორეოგრაფიულ კომპოზიციებს, რაც მოქნილობას, პლასტიკას და ამავე დროს გონებასა და მახსოვრობასაც ავარჯისებს.