ახალი ამბები
ექსკურსია გოეთეს ინსტიტუტში
15 Mar 2026პროექტი “ წიგნის“ფარგლებში ევროპული ბაღის მოსამზადებელი ჯგუფი ეწვია გოეთეს ინსტიტუტს, მათი ახალი, საბავშვო ბიბლიოთეკის დასათვალიერებლად. ჩვენი მასპინძელი იყო ჯგუფის ერთერთი მშობელი, რომელმაც ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად განსაკუთრებულად სასიამოვნო გარემო შექმნა ბავშვებისთვის.
Smile School Georgia — ვიზიტი ევროპულ ბაღში
17 Jan 2026ევროპულ ბაღში გვესტუმრნენ ახალგაზრდა სტომატოლოგები, რომლებმაც ჩვენს პატარებს გაუზიარეს ცოდნა ჯანსაღი სტომატოლოგიური ჩვევების შესახებ.
ჩვენი პირველი ექსკურსია
27 Nov 2025ნოემბერში ჩვენი ბაღის პატარები პირველად წავიდნენ შემოდგომის ექსკურსიაზე. ბავშვები ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდნენ ფერადფერად ფოთლებს, უსმენდნენ ქარის ფუსფუსს და სიხარულით დარბოდნენ ბუნებაში.
ხელების დაბანის დღე!
16 Oct 2025ამ დღეს ჩვენს პატარებთან ერთად კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ ხელების სისუფთავის მნიშვნელობაზე! თუ რატომ არის რეგულარული ხელების დაბანა ჯანმრთელობისთვის აუცილებელი, ვისწავლეთ “მავნე“ ბაქტერიების შესახებ, გავიხსენეთ როგორ დავიბანოთ ხელები სწორად, გავაკეთეთ ფერადი პოსტერები და ასევე მოვამზადეთ ხელის ფორმის ნამცხვრები! დიდი მადლობა ჩვენს პატარა სუპერგმირებს!
პირველი დღე საბავშვო ბაღში
17 Sep 2025დღეს “ევროპულ ბაღში” პატარებმა საოცნებო, ზღაპრულ სამყაროში იმოგზაურეს და ახალი სასწავლო წელი თავგადასავლებით დაიწყეს!
“ევროპული საბავშვო ბაღის“ გამოსაშვები ღონისძიება
01 Jul 2025“ევროპული საბავშვო ბაღის“ მოსამზადებელი ჯგუფის პატარებმა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ნაბიჯი გადადგეს ნათელი მომავლისკენ - სკოლის მოსწავლეები გახდნენ. ნიშნად ბაღიდან სკოლაში გადმოსვლისა, “ევროპული ბაღისა“ და “ევროპული სკოლის“ დროშებით ხელში, საზეიმოდ შემოვიდნენ გამოსაშვებ ღონისძიებაზე.