ახალი ამბები

“ევროპული ბაღის“ გამოსაშვები ღონისძიება

30 Jun 2023

ბაღის დამთავრება მნიშვნელოვანი ეტაპია პატარების ცხოვრებაში. გამოსაშვები ღონისძიების აქტივობები, დიპლომების გადაცემა, ქუდების ჰაერში ატყორცნა, განსაკუთრებულ ელფერს სძენდა ამ ლამაზ დღეს. ბავშვებმა კიდევ ერთხელ სიამაყითა და თავდაჯერებით წარმოაჩინეს ის უნარები, რაშიც ბაღში ყოფნისას დახელოვნდნენ და რაც მთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ.

პრეზენტაცია "პირადი მენეჯმენტი" და "როგორ მუშაობს ჩემი სხეული"

14 Apr 2023

მარტის ბოლოს ევროპულ ბაღში გაიმართა განვლილი თემების პრეზენტაციები. პატარებმა მხიარულად უმასპინძლეს ოჯახის წევრებს და აჩვენეს მათ თავინთი ხელით გაკეთებული ნამუშევრები.

ტყის დღე

30 Mar 2023

21 მარტს, ევროპულ საბავშვო ბაღში ავღნიშნეთ ტყის საერთაშორისო დღე. პატარებმა იმუშავეს ჯგუფურ პროექტებზე. მოგვიანებით მოეწყო მათი ნამუშევრების გამოფენა. აღმზრდელებთან ერთად ისაუბრეს ტყის დაცვაზე და მის მნიშვნელობაზე.

ხელების დაბანის მსოფლიო დღე

17 Oct 2022

ევროპულ საბავშვო ბაღში ავღნიშნეთ ხელის დაბანის მსოფლიო დღე. მასწავლებლებმა პატარებთან ისაუბრეს ხელის სწორად დაბანის წესების შესახბ. გაიხსენეს თუ რა მნიშვნელოვანია ჰიგიენის ნორმების დაცვა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.