ახალი ამბები

ტყის საერთაშორისო დღე
23 Mar 202221 მარტს, “ევროპულ საბავშვო ბაღში“ პატარებმა დიდი ხალისით აღნიშნეს ტყის საერთაშორისო დღე. მათ ჯგუფურად შექმნეს ხელნაკეთი აპლიკაციები. აღმზრდელებთან ერთად ისაუბრეს ტყის მოვლაზე და მნიშვნელობაზე.

ხელების დაბანის მსოფლიო დღე
17 Oct 202115 ოქტომბერს ევროპულ საბავშვო ბაღში ავღნიშნეთ ხელის დაბანის მსოფლიო დღე. მასწავლებლებმა პატარებთან ისაუბრეს ხელის სწორად დაბანის წესების შესახბ. გაიხსენეს თუ რა მნიშვნელოვანია ჰიგიენის ნორმების დაცვა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

პირველი დღე ევროპულ საბავშვო ბაღში
11 Oct 20214 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაუღო კარი პატარებს ევროპულმა საბავშვო ბაღმა. ფერადი ბუშტებით მორთული ბაღის ეზოში მათ დახვდათ ჩვენი მხიარული ზუზუ, მინი სანი და ლუ, რომლებმაც ბავშვები თავიანთ ჯგუფებში შეაცილეს. ბედნიერ და წარმატებლ სასწავლო წელს ვუსურვებთ ჩვენს პატარებს!

ევროპული ბაღის გამოსაშვები
18 Jun 20218, 15 და 16 ივნისს ევროპული ბაღის ქართულ და ინგლისური სექტორის მოსამზადებელ ჯგუფებს ჰქონდათ ბაღის გამოსაშვები ღონისძიება. სპეციალურად მათთვის მორთულ სცენაზე, პატარებმა შეასრულეს სახალისო ცეკვები და სიმღერები, წაიკითხეს ლექსები. შემდეგ მანტიებში გამოწყობილებმა სკოლის ეზოში გადაინაცვლეს და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
02 Jun 20212021 წლის 1 ივნისს ევროპულმა ბაღმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა. საყვარელი გმირების ფორმებში გამოწყობილმა პატარებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
28 May 202126 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ევროპულ ბაღში ავღნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ბავშვებმა თავიანთი ხელით დაამზადეს საქართველოს დროშები. მოხატეს ბაღის ეზო. მოუსმინეს საქართველოს ჰიმნს და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.