მეა მოლი ფაისანის საერთაშორისო წარმატება
ქართული პროგრამის IV კლასის მოსწავლე მეა მოლი ფაისანი გახდა საერთაშორისო კონკურს Golden Dream 2026 -ის გამარჯვებული. კონკურსი გაიმართა ლას ვეგასში და გააერთიანა სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა ტალანტები.
მეა პოპ-არტ ვოკალის მიმართულებით წარდგა და შეასრულა სიმღერა And All That Jazz მიუზიკლიდან “ჩიკაგო“. მონაწილეები შეფასდნენ საერთაშორისო ჟიურის მიერ შესრულების ტექნიკის, ინტონაციური სიზუსტის, სცენური იმიჯისა და არტისტიზმის მიხედვით.
მაღალი კონკურენციის პირობებში მეას მიერ კონკურსის უმაღლესი ჯილდოს — გრან-პრის მოპოვება მისი ნიჭისა და შრომის აღიარებაა.