,,ევროპული სკოლის“ მოსწავლეები თბილისის გაეროს მოდელირების 21-ე სესიაზე
27, 28 თებერვალსა და 1 მარტს, საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა თბილისის გაეროს მოდელირების 21-ე სესია.
ევროპული სკოლის დელეგაციას წარმოადგენდა 6 მოსწავლე, რომლებიც სამ სხვადასხვა კომიტეტში იყვნენ განაწილებულნი. დელეგატებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს დებატებში, იმუშავეს რეზოლუციების შემუშავებაზე და საერთაშორისო მონაწილეებთან ერთად განიხილეს გლობალური საკითხები.
მონაწილეობამ მათ შესაძლებლობა მისცა განევითარებინათ დიპლომატიის, კრიტიკული აზროვნებისა და საჯარო გამოსვლის მნიშვნელოვანი უნარები.