ახალი ამბები

Duke University ევროპულ სკოლაში
21 Sep 201817 სექტემბერს ევროპულ სკოლაში განსაკუთრებით საპატიო სტუმრები გვეწვივნენ: ა.შ.შ.-ს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული Duke University-ს მიღების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე Anne Sjostrom და Duke Kunshan University-ის წარმომადგენელი Jennifer Bailey. Duke University ა.შ.შ.-ს უნივერსიტეტებში მე-8 ადგილს იკავებს US News-ის რეიტინგის მიხედვით.

2018-2019 სასწავლო წლის პირველი დღე
20 Sep 201817 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, ევროპული სკოლა სიხარულით შეხვდა მის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და ჩვენი სკოლის თანამშრომლებს. ევროპული სკოლის დიდი ოჯახი კიდევ უფრო გაიზარდა და წელს ჩვენი სკოლის კარი 900-მდე მოსწავლემ შეაღო. 2018-2019 სასწავლო წელი ახალი გამოწვევებითა და შესაძლებლობებითაა სავსე. გისურვებთ წარმატებებს იმ საინტერესო გზაზე, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად გავივლით ამ წლის მანძილზე.

სასწავლო წლის პირველი დღე
16 Sep 2018ძვირფასო მოსწავლეებო, იმედია სასიამოვნოდ გაატარეთ ზაფხულის არდადეგები და მზად ხართ ახალი სასწავლო წლისათვის! ევროპული სკოლის მასწავლებლები და თანამშრომლები მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას. გისურვებთ წარმატებულ წელს!

სწავლის პირველი დღე ევროპული სკოლის ბაღში, 2018-2019
10 Sep 201810 სექტემბერს ჩვენს საბავშვო ბაღში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღვნიშნეთ. ევროპული ბაღის ფერადი ოთახები ყველაზე საყვარელი და მხიარული პატარების ჟრიამულმა აავსო. ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და მნიშვნელოვანი იყო იმ ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის, რომელთაც წელს პირველად შეაღეს საბავშვო ბაღის კარი. გპირდებით კიდევ უფრო სახალისო აქტივობებითა და სასიამოვნო სიურპრიზებით დატვირთულ 2018-2019 წელს!

100 გოგონა 4 ქვეყნიდან - ევროპულ სკოლაში სამეცნიერო STEAM ბანაკი ტარდება
18 Aug 201812-დან 25 აგვისტოს ჩათვლით ევროპული სკოლა მასპინძლობს გოგონების საერთაშორისო STEAM ბანაკს WiSci(Women in Science), რომლის ფარგლებშიც 100 უფროსკლასელ გოგონას საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და აშშ-დან საშუალება მიეცემა გაიღრმავოს ცოდნა და უნარები მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის (STEAM) კუთხით.

ქართული პროგრამის VII-XII კლასის სახელმძღვანელოები
18 Jul 2018ქართული პროგრამის VII-XII კლასის სახელმძღვანელოების გაცემა “ევროპულ სკოლაში“ მოხდება 2018 წლის 4-16 სექტემბერს სახელძღვანელოების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის საფუძველზე. სახელძღვანელოების ნუსხა, ღირებულება და საბანკო რეკვიზეტები იხილეთ ბმულ ფაილში.

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეების მორიგი წარმატება
19 Jun 2018“ევროპულმა სკოლამ“ 163 ქვეყანას შორის საქართველოს სახელით მიიღო მონაწილეობა ოლიმპიადაში “Genius – International High School Environmental Project.” ჩვენმა წარმატებულმა მოსწავლეებმა, ანა ბზიკაძემ და ანა წულაიამ ბიოლოგიის პროექტში ჩვენი ქვეყანა ასახელეს და ოქროს მედლებიც მოიპოვეს. ისინი საუკეთესო ექვსეულში შევიდნენ და მიიღეს სამხრეთ კორეაში მოგზაურობის სრული დაფინანსება.

ევროპული ბაღის გამოსაშვები საღამო 2018 წ
18 Jun 201816 ივნისს, "ევროპული ბაღის" ჩატარდა დიპლომების გადაცემის ცერემონიალი. ბავშვებმა წარმოადგინეს სიმღერები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, შეასრულეს ცეკვები. ზეიმის ბოლოს ბავშვებს გადაეცათ დიპლომები.