ახალი ამბები
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა “ევროპულ სკოლაში“
28 May 2018საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, 2018 წლის 26 მაისს “ევროპულ სკოლაში“ დღე დროშის აწევით დაიწყო. დროშა ბავშვების ხელით გახლდათ შეკერილი. მოსწავლეებს ტანთ თავიანთი დიზაინით შექმნილი მაისურები ემოსათ. დროშის აღმართვისას გაისმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჰიმნი “დიდება.“ ჩოხებში გამოწყობილმა უმცროსკლასელებმა ერთხმად იმღერეს “ჩემო კარგო ქვეყანავ.“
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
26 May 201826 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.ბავშვებმა გააფერადეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა და საქართველოს სახელმწიფო დროშა, ,მოუსმინეს ჰიმნს და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა “ევროპულ სკოლაში“
25 May 2018დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა “ევროპულ სკოლაში“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, 2018 წლის 25 მაისს “ევროპულ სკოლაში“ სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა. დილა დაიწყო სკოლის მისაღებში შეკრებით, სადაც გამოფენილი იყო მოსწავლეების მიერ შექმნილი საქართველოს დროშა და პირველი რესპუბლიკის სიმბოლოები: დროშა, გერბი, კანონები, ფულის ერთეული - ბონი. გაკვეთილებზე ხაზი გაესვა 26 მაისის მნიშვნელობას. მოსწავლეებმა სკოლის ეზო დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული სიმბოლიკით მოხატეს, კედლებზე კი ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს წარწერა: 100 FREE.
“ფიფქია და ათი ჯუჯა“ ევროპულ საბავშვო ბაღში
24 May 20182018 წლის 23 მაისს, “ევროპულ საბავშვო ბაღში“ ინგლისურენოვან “სანი“ ჯგუფში (3-4 წლიანების ჯგუფი) ჩატარდა თეატრალური დადგმა სახელწოდებით “ფიფქია და ათი ჯუჯა.“ ფორმაში გამოწყობილმა პატარებმა წარმოადგინეს ის მასალა, რომელიც წლის განმავლობაში შეისწავლეს.
მოგზაური გამოფენა “ ევროპულ სკოლაში“
24 May 2018საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, 2018 წლის 23 მაისს ქართული პროგრამის მე-9-10-11 კლასების მოსწავლეებს ჩაუტარდათ საინტერესო გაკვეთილი სახელწოდებით “მოგზაური გამოფენა.“ მოზარდებმა ხელოვნების მასწავლებელთან ერთად საქართველოს უახლესი ისტორია განიხილეს და ხელოვნება ახალი კუთხით დაინახეს; კერძოდ, მათ იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის პროტესტის ხელოვნება, მხატვრობა, ხელოვნებისა და ცენზურის დაპირისპირება, გამოხატვის თავისუფლება და ა.შ. ბავშვებმა დაათვალიერეს ფოტოები და ნამუშევრები, რომლებიც ქვეყნის უახლესი ისტორიის სხვადასხვა პერიოდში არის შექმნილი და ისაუბრეს მათ მნიშვნელობაზე.
TEDx ღონისძიება “ევროპულ სკოლაში“
23 May 20182018 წლის 22 მაისს “ევროპულმა სკოლამ“ მეექვსედ უმასპინძლა ყოველწლიურ TEDxIBEuropeanSchool კონეფერენციას. ეს იყო ლიცენზირებული, დამოუკიდებლად ორგანიზებული ღონისძიება, რომელმაც გააცოცხლა TED-ისთვის დამახასიათებელი უნიკალური გამოცდილება. “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა წარმოადგინეს თორმეტი მოხსენება, გააჟღერეს ახალი ხედვები და იდეები. მოწვეულმა სპიკერმა, მუსიკოსმა პაპუნა შარიქაძემ აუდიტორიას, საინტერესო მოხსენებასთან ერთად, სასიამოვნო ჯაზური კომპოზიციაც შესთავაზა. ღონისძიების თემა იყო “იპოვე საკუთარი შეხედულება.“ მოსწავლეებმა, პირად გამოცდილებასა და ღირებულებებზე დაყრდნობით, ფართო საზოგადოებას წარუდგინეს ახალი ხედვები, რომლებიც ორგანულად ერწყმოდა მათ ინტერესებს. სპიკერებმა დამსწრეებს საშუალება მისცეს, სხვადასხვა კუთხით შეეხედათ ისეთი საკითხებისთვის, როგორიცაა ფობია, მოდა, მეღვინეობა, ვეგანიზმი, თვით საშინაო დავალებაც კი. ღონისძიება ბევრისთვის შთაგონების წყაროდ და გონების სტიმულაციის საშუალებად გადაიქცა.
ვიკი-კემპი “ევროპულ სკოლაში“
22 May 20182018 წლის 19 მაისს, “ევროპულმა სკოლამ“ კიდევ ერთხელ უმასპინძლა “ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის“ ერთდღიან ვიკი-ბანაკს. რესპუბლიკის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად ბანაკის მუშაობაში ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. ვიკი-ბანაკი ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის და მისი ვიცე-პრეზიდენტის, ევროპული სკოლის ისტორიის მასწავლებლის, მანანა შეყილაძის ორგანიზებით ჩატარდა.
ლექცია თემაზე “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამარცხების მთავარი მიზეზი“
21 May 20182018 წლის 21 მაისს, “ევროპულ სკოლაში“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდა ლექცია თემაზე “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამარცხების მთავარი მიზეზი“ ლექციის მიზანი იყო, მსმენელებს დაენახათ, თუ რა ძალა იდგა დამოუკიდებელი საქართველოს სათავეში 1918-1921 წლებში და რატომ ვერ მოხერხდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა. ლექციაზე ნაჩვენები იყო მწვავე დაპირისპირება მემარცხენე (მარქსისტულ) და მემარჯვენე (ეროვნულ) ძალებს შორის: მემარცხენეების ლიდერი ი. ჭავჭავაძეს “ბნელეთის მოციქულს“ უწოდებდა. ლექციის მიზანი იყო, ეჩვენებინა მსმენელებისთვის, რომ დამოუკიდებელი საქართველოს სათავეში მართლაც “ბნელეთის მოციქულები“ იდგნენ და სწორედ ეს გახდა საქართველოს გარდაუვალი დამარცხების მიზეზი.