ახალი ამბები
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუმრად “ევროპულ სკოლაში“
11 May 2018“ევროპულმა სკოლამ“ საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) წარმომადგენლებს უმასპინძლა. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიის შტატში და სტუდენტების ინოვაციისა და გამოგონებების ჰაბად ითვლება. “ევროპულმა სკოლამ“ უმასპინძლა უნივერსიტეტის დეკანს, დოქტორ ჰალილ გუვენს, კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, დოქტორ ლალ თუმალას, მეცნიერებათა კოლეჯის დეკანს, დოქტორ ვოლტერ ოშელს და დოქტორ ვილიამ ტონგს, ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტის თავმჯდომარეს. სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლის შენობა, განიხილეს და ისაუბრეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და “ევროპულ სკოლას“ შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე, გამოხატეს ინტერესი სკოლის პროგრამების მიმართ და გამოთქვეს სკოლასთან სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა.
მე-3 ეროვნული კიბეროლიმპიადა “კიბერკუბი 2018“
10 May 20182018 წლის 7 მაისს, საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და სკოლების გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს მესამე ყოველწლიურ კიბეროლიმპიადაში CyberCube. კიბეროლიმპიადას წელს 150-მდე მონაწილე შეუერთდა. “ევროპული სკოლიდან“ ოლიმპიადაში ორი გუნდი მონაწილეობდა. პირველი გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, ალექსანდრე ლომაძე-გაბიანი, IB MYP მე-10 კლასის მოსწავლე, გიორგი ჩახნაშვილი და ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, გიორგი იმნაიშვილი. აღნიშნულმა გუნდმა წინა წელს გამართულ ღონისძიებაში 50 გუნდს შორის მე-11 ადგილი დაიკავა, ხოლო წლევანდელ შეჯიბრში შედეგი გააუმჯობესა და ამჯერად 50 გუნდს შორის რიგით მერვე ადგილზე გავიდა. “ევროპული სკოლის“ მეორე გუნდი დაკომპლექტებული იყო ქართული პროგრამის მოსწავლეებით: ომარ შეყილაძე, ალექსანდრე თვალიაშვილი (მე-8 კლასი) და კონსტანტინე ჩხაიძე (მე-7 კლასი). ქართული პროგრამა აღნიშნულ ოლიმპიადაში პირველად იღებდა მონაწილეობას. “ევროპული სკოლის“ გუნდებს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: დავით ნოზაძე და ირაკლი ჯავახიშვილი.
ევროპის დღე “ევროპულ სკოლაში“
08 May 20182018 წლის 7 მაისს, “ევროპულ სკოლაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს მოსწავლეების მიერ მოწყობილი გამოფენა. გამოფენაზე ნაჩვენები იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ღირსშესანიშნაობები, ტრადიციები, კულტურა და სამზარეულო. მოწვეულ სტუმრებს შორის გახლდათ ევროპული ქვეყნების ელჩები, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი მიხელ ჯანელიძე. მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ევროპის დღე მიულოცა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პრიორიტეტებსა და ამ პროცესში განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. “ევროპულ სკოლაში“ ევროპის დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციად არის ქცეული - ევროპის დღე უკვე მერვედ აღვნიშნეთ. როგორც საერთაშორისო სკოლა, ჩვენ ხელს ვუწყობთ მოსწავლეებს, გახდნენ გლობალურად მოაზროვნე, საერთაშორისო მოქალაქეები, გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციებს და გაიზიარონ მათი მრავალფეროვანი კულტურა.
PYP-ის ვიზიტი MacLab-ში, ფიქრი განსხვავებულად
03 May 2018ევროპული სკოლის მაკ ლაბორატორია IB სექტორის PYP საფეხურის ბავშვებისათვის ატარებს საინტერესო და სახალისო გაცნობითი ტიპის გაკვეთილებს. ამ საფეხურის ბავშვები პირველად ეზიარნენ ინოვაციურ სიახლეებს, რომლებიც ევროპულმა სკოლამ 2017-2018 სასწავლო წელს დანერგა. MacLab-ში ინტენსიურად მიმდინარეობს American High School და DP საფეხურების საგაკვეთილო პროცესებიც. აღნიშნული ტიპის საგაკვეთილო გაცნობითი სახის გაკვეთილები იგეგმება სხვადასხვა კლასის და საფეხურისმოსწავლეებისთვისაც.
მორიგი გამარჯვება: 23-ე საერთაშორისო კონფერენცია “საინფორმაციო საზოგადოება და საუნივერსიტეტო კვლევები“
02 May 201827 აპრილს, ქ. ლიტვაში ჩატარებულ იქნა რიგით 23-ე კონფერენცია “საინფორმაციო საზოგადოება და საუნივერსიტეტო კვლევები“ IVUS 2018. კონფერენცია გაიმართა ვილნიუსის უნივერსიტეტის კაუნასის ფაკულტეტზე. IVUS არის ტრადიციული კონფერენცია, რომელიც ტარდება 1995 წლიდან ლიტვაში წარმატებული უნივერსიტეტების მიერ, წელს კონფერენციას ესტუმრნენ მომხსენებლები 15 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლები, შემდეგი შემადგენლობით; მაქსიმ იავიჩი - SCSA-ს პრეზიდენტი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი და ევროპული სკოლის საერთაშორისო სექტორის მასწავლაბელი, მელქისსადეგ ჯინჯიხაძე - აკ. წერეთლის უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, სტუდენთა საოლიმპიადო გუნდის მწვრთნელი და გიორგი იაშვილი - SCSA-ს პროექტ მენეჯერი და ევროპული სკოლის საერთაშორისო სექტორის მასწავლაბელი.
“ევროპული სკოლის“ მარათონი
28 Apr 2018საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული “ევროპულმა სკოლამ“ 28 აპრილს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული შეჯიბრით დაასრულა. 2500 მეტრის სიგრძის გარბენში “ევროპული სკოლის“ სამივე პროგრამის დაახლოებით 50-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა (ქართული პროგრამა, ამერიკული უმაღლესი სკოლა, საერთაშორისო ბაკალავრიატი - IB). მარათონის მიზანი გახლდათ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და წახალისება სკოლის საზოგადოებაში.
საზოგადოებრივ მეცნიერებათა დღე “ევროპულ სკოლაში“
27 Apr 201827 აპრილს, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამის 50 წლისთავისადმი მიძღვნილიღონისძიებების ფარგლებში, “ევროპულ სკოლაში“ საზოგადოებრივ მეცნიერებათა დღე გაიმართა. სკოლამ უმასპინძლა სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებას, პროექტსა და ღია გაკვეთილს. ქართული პროგრამის მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი - “ფოტოებით გაცოცხლებული ისტორია.“ ფოტოების მეშვეობით, მოსწავლეებმა წარმოაჩინეს სახელმწიფოების დაარსების, ჩამოყალიბებისა და განვითარების ეტაპები.
მათემატიკის დღე “ევროპულ სკოლაში“
26 Apr 201826 აპრილს, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, “ევროპულ სკოლაში“ მათემატიკის დღე გაიმართა. ღონისძიებები დაყოფილი იყო თემატურ სექციებად: “რეალური ამოცანები პროცენტებზე,“ “საველე მუშაობა მათემატიკაში,“ “შემაჯამებელი გაკვეთილი smart ტექნოლოგიის გამოყენებით,“ “აღმოვაჩინოთ ოქროს რიცხვები,“ და ა.შ. ღია გაკვეთილები დაფუძნებული იყო მოსწავლეთა მიერ ჩატარებულ კვლევებზე.
მშობლიური ენისა და ლიტერატურის დღე “ევროპულ სკოლაში“
25 Apr 201825 აპრილს, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, “ევროპულ სკოლაში“ მშობლიური ენისა და ლიტერატურის დღე გაიმართა. დილა ორიგინალურად დაიწყო - მოსწავლეები პედაგოგებსა და მშობლებს ლიტერატურული გმირების ფორმებში გამოწყობილები ეგებებოდნენ, რამაც ყველას პოზიტიური და ლიტერატურული განწყობა შეუქმნა. სკოლამ უმასპინძლა მრავალ საინტერესო ღონისძიებას, პროექტსა და ღია გაკვეთილს.