ახალი ამბები
კალათბურთის დღე “ევროპულ სკოლაში“
17 Apr 2018“ევროპული სკოლის“ სპორტულმა დარბაზმა საკალათბურთო მატჩს უმასპინძლა 17 აპრილს: საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ამერიკული უმაღლესი სკოლისა და ქართული პროგრამის გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ქართული პროგრამის სასარგებლოდ, 69:64 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშეები 42 ქულით ირაკლი ქოჩიაშვილი, და 34 ქულით ლუკა წურწუმია გახდნენ.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი
17 Apr 201813 აპრილს გაიმართა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, რომელსაც საქართველოს მასშტაბით 2014 წლიდან ჩაეყარა საფუძველი. კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისთვის 12 გუნდი შეირჩა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა: ზუკა ქევანიშვილმა, გიორგი იმნაიშვილმა, გიორგი ჩახნაშვილმა და ალექსანდრე ლომაძე-გაბიანმა. გუნდის ინსტრუქტური იყო დავით ნოზაძე, “ევროპული სკოლის“ მასწავლებელი და სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის წევრი, ხოლო გუნდის სამეცნიერო მენტორი - მაქსიმ იავიჩი, “ევროპული სკოლის“ მასწავლებელი და სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი. კონკურსში მონაწილე გუნდები მოინახულეს აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.
"ევროპული სკოლა" თეატრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
13 Apr 2018"ევროპული სკოლაში" გაიმართა თეატრის დღე, რომელიც წარმოგვიდგინეს VIIIბ კლასის მოსწავლეებმა სახელწოდებით "შუშაბანდის ამბები". თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, VIII კლასელებმა მართლაც სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყვეს თანატოლებს, მასწავლებლებსა და მშობლებს. მათ წარმოადგინეს ვარიაციები დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი" და ა. ჩეხოვის "ალუბლის ბაღის" თემებზე. ინტერპრეტირებულმა კლასიკამ და მოსწავლეთა საშემსრულებლო ტექნიკამ დიდი მოწონება დაიმსახურა.
“ევროპული სკოლის“ მოსწავლეების სტუმრობა უტიზმის ცენტრში
10 Apr 2018გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, ყოველი წლის 2 აპრილს აღინიშნება აუტიზმის მსოფლიო დღე. საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებს შორის “ევროპულ სკოლამაც“ მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებისფარგლებში, რის შედეგადაც შეირჩა ბავშვებთან ერთად ხეეებისა და ყვავილების დარგვა. ღონისძიებაში ჩაერთო მე-11 კლასელები და ეწვივნენ აუტისტი ბავშვების სასწავლებელ ცენტრს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ცენტრი, მოინახულესბავშვები და ერთად შეიტანეს წვლილი მათი გარემოს გალამაზებაში.
ხელნაკეთი მანქანების შეჯიბრი “ევროპულ სკოლაში“
04 Apr 2018“ევროპული სკოლის“ რობოტიქსის პედაგოგის, დავით ნოზაძის ორგანიზებით, 2 აპრილს, სკოლის სპორტულ დარბაზში ჩატარდა ინოვაციური ღონისძიება სახელწოდებით ,,ხელნაკეთი მანქანების შეჯიბრი.” აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართული იყო “ევროპული სკოლის“ ყველა ის მოსწავლე, ვინც მოამზადა ხელნაკეთი მანქანის მოდელი ან ნიმუში. ღონოსძიებაში მონაწილეობა მიიღო 14-მა კონკურსანტმა, 1-დან დან მე-12 კლასის ჩათვლით. ჟიურის დახმარებით გამოვლინდა სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები. მთავარი პრიზი, სუპერ თასი, წილად ხვდა მე-2 კლასის მოსწავლეს, საბა ნოდიას, საუკეთესო ხელნაკეთი მანქანის შექმნისთვის.
ფილმის საქველმოქმედო ჩვენება ევროპულ სკოლაში: “ექვთიმე ღვთისკაცი“
04 Apr 20184 აპრილს, “ევროპული სკოლის“ სააქტო დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო კინო-ჩვენება “ექვთიმე ღვთისკაცი." პრემიერა წარმოგვიდგინეს თავად რეჟისორმა და გადამღებმა ჯგუფმა. კინო-ჩვენების დასასრულს აუდიტორიას საშუალება მიეცა, გასაუბრებოდნენ მოსულ სტუმრებს, დაეფიქსირებინათ და გამოეხატათ საკუთარი ემოცია. შემოსული თანხა გადაირიცხება ფილმის მხარდამჭერ ფონდში.
“ევროპული სკოლის“ მოსწავლეების პროექტი “გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“
04 Apr 2018“ევროპული სკოლის“ მოსწავლეების პროექტი “გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“ 3 აპრილს, ”ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი: “გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“ პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა შეისწავლეს და საზოგადოებას გააცნეს აფხაზეთში არსებული უმნიშვნელოვანესი კულტურის ძეგლები და მოიძიეს მასალა აფხაზური ტრადიციების შესახებ, რომელიც დოკუმენტური ფილმის სახით წარუდგინეს მაყურებელს.
აშშ-ის საელჩო სტუმრად “ევროპულ სკოლაში”
03 Apr 20182018 წლის 2 აპრილს “ევროპულმა სკოლამ“ უმასპინძლა საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს, აშშ-ის ელჩის მოადგილეს, ელიზაბეთ რუდს და ამერიკულ სათვისტომოსთან ურთიერთობის განყოფილების კოორდინატორს, ჯენი განოს. ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ და მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, სოფო ნონიკაშვილმა და ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ, ალექსანდრე ლომაძე-გაბიანმა, სტუმრებს სკოლის შენობა დაათვალიერებინეს.
ღია კარის დღე “ევროპულ სკოლაში“
02 Apr 20182018-2019 სასწავლო წლისთვის დაიწყო “ევროპულ სკოლაში“ მოსწავლეთა რეგისტრაცია. ამასთან დაკავშირებით 31 მარტს ჩატარდა ღია კარის დღე “ევროპულ სკოლაში,” სადაც დაინტერესებულმა სტუმრებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია. სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნა პროგრამა, რომელიც დაეხმარა მოსულ სტუმრებს უფრო ახლოს გაცნობოდნენ სკოლას. ისინი სკოლის დარბაზში დეტალურად გაეცნენ სკოლის პროგრამებს და იმ უპირატესობებს, რომლებიც “ევროპულ სკოლას“ გააჩნია. საინტერესო იყო სკოლის ტური მოსწავლეების თანხლებით; მათი დახმარებით მშობლებმა დაათვალიერეს სკოლა და გაესაუბრნენ თითოეული პროგრამის კოორდინატორს, დაესწრნენ საჩვენებელ გაკვეთილებს. ღია კარის დღე მისასალმებელი სიტყვით გახსნა სკოლის აკადემიურმა დირექტორმა, სოფიო ბაზაძემ. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო ევროპული სკოლის მთავარი უპირატესობები და ასევე, ისაუბრა იმაზე, თუ რას სთავაზობს საგანმანათლებლო დაწესებულება იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცოდნის მიღებას “ევროპულ სკოლაში“ გადაწყვეტენ.