ახალი ამბები
ევროპული სკოლის“ მოსწავლეები სტუმრად თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში
02 Apr 20182018 წლის 30 მარტს საერთაშორისო ბაკალავრიატის დაწყებითი პროგრამის (PYP) მე-3-4 კლასის მოსწავლეები სტუმრად ეწვივნენ თბილისის კლასიკურ გიმნაზიას. სტუმრობის მიზანი იყო ცხოვრების ჯანსაღი წესის გაზიარებათანატოლებისთვის. ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმართ “ევროპული სკოლის“ მოსწავლეების ინტერესისა და ცოდნიდან გამომდინარე, ისინი მიიწვიეს გადაცემა ,,პირადი ექიმის’’ გუნდის წევრებად. მათ მოვალეობებში შედიოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა თანატოლებში.
თინათინ მაჭრაშვილი საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის კონკურსის გამარჯვებულია
29 Mar 2018“ვროპული სკოლის“ ფრანგული ენის მასწავლებელმა თინათინ მაჭარაშვილმა გაიმარჯვა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ მოწყობილ კონკურსში და მოიპოვა სტიპენდია, რის საფუძველზეც გაემგზავრება პედაგოგიურ სტაჟირებაზე ქ. ნიცის Université Francophonia-ში და გაივლის ორკვირიან საკვალიფიკაციო კურსს უცხო ენის სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომების შესახებ. კურსის მიზანია ინტერკულტურული კომპეტენციის განვითარება, რაც კულტურათაშორისი დიალოგის სწორად წარმართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.
რობოტიქსის გაკვეთილი ტექნოპარკში
28 Mar 2018ამა წლის 22 თებერვალს და 1 მარტს “ევროპული სკოლის“ პედაგოგმა დავით ნოზაძემ V კლასის მოსწავლეებს ტექნოპარკში ჩაუტარა რობოტიქსის გაკვეთილი, რომელზეც სახალისო ელექტროობის ელემენტებს და ინოვაციურ სასკოლო ხელსაწყოების ნაკრებს LittlelBits გაეცნენ მოზარდები. მოსწავლეებმა ააწყვეს წრედები და თავიანთი ხელით შექმნეს ელეტრო მოწყობილობები. გაკვეთილის შემდეგ მათ დაათვალიერეს ტექნოპარკის სამეწარმეო გარემო, ნახეს 3 -D პრინტერები და სხვა ინოვაციური აპარატურა. მსგავსი გაკვეთილები მომავალშიც ჩატარდება “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებისთვის. იგეგემება სახალისო ელექტროობა Arduino-ს გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, რაც კიდევ უფრო მეტ ხალისს შესძენს სწავლის პროცესს.
პატარები და მეცნიერებაბავშვი პატარა მეცნიერივით ეძებს შეკითხვებზე პასუხს, აკვირდება საგნებსა და მოვლენებს, ცნობისმოყვარეობით შეიმეცნებს სამყაროს. მოზარდებს მოსწონთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაკვეთილებზე დასწრება. 21 მარტს ქართული პროგრამის IIIა კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ უფროსკლასელთა მიერ ჩატარებულ ფიზიკის სახალისო ცდებში.
28 Mar 2018ბავშვი პატარა მეცნიერივით ეძებს შეკითხვებზე პასუხს, აკვირდება საგნებსა და მოვლენებს, ცნობისმოყვარეობით შეიმეცნებს სამყაროს. მოზარდებს მოსწონთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაკვეთილებზე დასწრება. 21 მარტს ქართული პროგრამის IIIა კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ უფროსკლასელთა მიერ ჩატარებულ ფიზიკის სახალისო ცდებში.
გიორგი მაჭარაშვილის ლიტერატურული საღამო
26 Mar 201823 მარტს “ევროპულ სკოლაში” ჩატარდა ქართული პროგრამის XII კლასის მოსწავლის,დამწყები მწერლის, გიორგი მაჭარაშვილის ლიტერატურული საღამო თემაზე “დაკარგული თაობა”. საღამოზე გიორგიმ ისაუბრა ამერიკელ მწერალთა ”დაკარგული თაობის” შესახებ; იმ თაობისა, რომელმაც გამოიარა პირველი მსოფლიო ომი და ომის დასრულების შემდეგ კვლავ ევროპაში, კერძოდ პარიზში, დაბრუნდა იმედგაცრუებული. გიორგიმ იმსჯელა ერნესტ ჰემინგუეის, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდისა და სხვათა ნაწარმოებების შესახებ, რომლებშიც ყოფიერების იდეაა წამოწეული. საღამო საინტერესო, ინფორმაციული და შთამბეჭდავი აღმოჩნდა როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლებისთვის.
დაუნის სინდრომის დღე სადიპლომო პროგრამაში
26 Mar 201821 მარტს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სადიპლომო პროგრამის მოსწავლეებმა მოაწყვეს შეხვედრა სკოლის ფართო საზოგადოებასთან. მათ წინასწარ სპეციალური მაისურებიც მოამზადეს დაუნის სინდრომის სიმბოლიკით. მოეზი მოჰამადამინმა, მია ბაიატმა, ნათია მელქაძემ და გიორგი ზირაქაძემ გააკეთეს პრეზენტაციები დაავადების, მისი გამომწვევი მიზეზის შესახებ; მოუთხრეს დამსწრეთ დაუნის სინდრომის მქონე გამოჩენილი ადამიანების შესახებ; ისაუბრეს იმ სირთულეებზე, რასაც დაავადებულ მოზარდთა მშობლები აწყდებიან ყოველდღიურად.
რობოტიქსის კლუბის წარმატება
24 Mar 20182018 წლის 1 მარტს “ევროპული სკოლის“ რობოტიქსის კლუბმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ალექსანდრე ქართველის კაბინეტის გახსნაზე წარმოადგინა კლუბის მოსწავლეების: ზაალ ჭუმბურიძისა და ქსენია კოჩურაიტეს მიერ აწყობილი თვითმფრინავის მუშა მოდელი, რომელიც მოზარდებმა ალექსანდრე ქართველის მიერ შექმნილი A-10-ის ტიპის თვითმფრინავის მიხედვით დაამზადეს. მათმა ნაშრომმა მოწვეული სტუმრების, მათ შორის ამერიკის ელჩის იან კელის და ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტის ლელა ქართველიშვილის, დიდი მოწონება დაიმსახურა.
სტუმრად თეატრში
23 Mar 201821 მარტს III-IV კლასების მოსწავლეები ესტუმრნენ მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმს, სადაც მათ იხილეს პეტრე ოცხელის ესკიზები, სასცენო კოსტიუმები და საგრიმიორო ოთახი. მუზეუმის თანამშრომელი ესაუბრა მათ თეატრის, სასცენო ხელოვნებისა და იმ სპეციალობების შესახებ, რომელიც აუცილებელია სპექტაკლის შექმნისთვის. ასევე მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, სხვადასხვა მსახიობის სასცენო კოსტიუმი მოეზომათ.
“ევროპული სკოლისა“ და “მომავლის ლაბორატორიის“ ინოვაციური პროექტი
22 Mar 2018“ევროპულ სკოლას“ სჯერა, რომ STEM (Science, Technology, Engineering and Mathematics) უნარები გადამწყვეტია ინოვაციების შესაქმნელად და ზოგადად, თანამედროვე ტექნოლოგიური, კონკურენტული მსოფლიოს განვითარებისთვის. ამის გათვალისწინებით, სკოლამ გადაწყვიტა გადაიქცეს STEM სკოლად. 21 მარტს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს “ევროპულ სკოლასა“ და “მომავლის ლაბორატორიას“ შორის. მონაწილე მხარეები იწყებენ ინოვაციურ პროექტს, რომელიც ფოკუსირებული იქნება ინოვაციების შექმნაზე და აღჭურავს მოსწავლეებს იმ უნარებით, რომლებიც სამომავლოდ მათ კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს დასაქმების პროცესში. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალზე, რომელსაც სკოლის საზოგადოების თითოეული რგოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მსმენელებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სკოლის STEM ხედვისა და პროგრამის განვითარების შესახებ.