ახალი ამბები

“ოქროს პეპელა“ 2018

19 Mar 2018

საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა“ 2018 წლის 15 მარტიდან იწყებს რიგით მერვე ფესტივალში მონაწილეობის მსურველთა სააპლიკაციო ფორმების მიღებას. ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია 18 წლამდე ასაკის მოზარდებს როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან.

ლიტერატურული ვიქტორინა “ევროპულ სკოლაში“

19 Mar 2018

15 მარტს ქართული სექტორის VIIIბ კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი თ.ბერაძე) მონაწილეობა მიიღეს სკოლის ბიბლიოთეკაში გამართულ ლიტერატურულ ვიქტორინაში. საგულისხმოა, რომ საგაზაფხულო არდადეგების დაწყების წინ მათ, ნინო კახიანის რჩევით, წასაკითხად აირჩიეს რ.პალაციოს ბესტსელერი. ვიქტორინაზე კი ისინი შეეჯიბრნენ ერთმანეთს ტექსტის ცოდნასა და ნაწარმოების მთავარი იდეის უკეთ გაგებაში; ვიქტორინა სახალისო აქტივობებისაგან შედგებოდა; გამარჯვებული მოსწავლეები : ს. დარჩიაშვილი და გ.ფანჯაკიძე დაჯილდოვდნენ წიგნებით. ყველა მონაწილემ მიიღო სამახსოვრო საჩუქარი; ვიქტორინის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა და უფროსებმა ერთად უყურეს ამ ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმის ფრაგმენტებს.

ლექცია თემაზე "ნარჩენების მდგრადი მართვა"

17 Mar 2018

15 აპრილს “ევროპულ სკოლას“, ეკოკლუბის ხელმძღვანელის მანანა ჟამურაშვილის ინიციატივით, ესტუმრა “ეკოხედვის“ თანამშრომელი ეთო ჯინჭარაძე, რომელმაც ეკოკლუბის მოსწავლეებს ჩაუტარა ინტერაქტიური ლექცია თემაზე "ნარჩენების მდგრადი მართვა". მოსწავლეებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია და იმსჯელეს ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზებზე.

პროექტი “წარმოების განვითარება თბილისში“

15 Mar 2018

ქართული პროგრამის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგების: მაია მელიქიშვილისა და ნატო კიბაბიძის ხელმძღვანელობით, დაიწყეს სამოქალაქო განათლებისა და მათემატიკის საგნების ინტეგრირებული პროექტი ,,წარმოების განვითარება თბილისში''. ამ პროექტის ფარგლებში ისინი 27 თებერვალს ესტუმრნენ ფარმაცევტულ საწარმოს ,,ავერსი'', 20 მარტს კი გეგმავენ ,,პსპ“-ს ფარმაცევტულ საწარმოში ვიზიტს. სამომავლოდ მოიაზრება როგორც მძიმე, ასევე მსუბუქი მრეწველობის სხვა საწარმოებისა და კომპანიების მონახულება, აგრეთვე შეხვედრა მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრთან.

ხელნაკეთი მანქანების კონკურსი

15 Mar 2018

2 აპრილს “ევროპულ სკოლაში“ ჩატარდება კონკურსი საუკეთესო ხელნაკეთი მანქანის გამოსავლენად. კონკურსის მიზანია მოსწავლეებში კრეატიული და ინოვაციური ხედვის ჩამოყალიბება, ფიქრისა და ანალიზის უნარის განვითარება. მოსწავლეებმა მეორადი ნივთებისგან თავიანთი ფანტაზიით უნდა შექმნან მოძრავი მანქანა.

მთვარისა ბუსკივაძე - "ენისა და კულტურის სტიპენდიანტი"

14 Mar 2018

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მთვარისა ბუსკივაძემ მოიპოვა ავსტრიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს “ ენისა და კულტურის“ სტიპენდია. მიღებული სტიპენდია პედაგოგს მისცემს საშუალებას, უცხო ენის სწავლა-სწავლების პროცესში არსებული თანამედროვე მიდგომების შესახებ, გაიაროს ორკვირიანი საკვალიფიკაციო კურსი, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინტერკულტურული კომპეტენციის განვითარებას, რაც კულტურათაშორისი დიალოგის სწორად წარმართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.

STEM პროგრამის განვითარების ახალი ეტაპი “ევროპულ სკოლაში“

12 Mar 2018

”ევროპული სკოლა” და კომპანია ”Future Laboratory” ერთობლივ, ინოვაციურ პროექტს იწყებენ, რომლის მიზანია სკოლა STEM (Science, Technology Engineering and Math) ფორმატის სასწავლო დაწესებულებად გადაიქცეს, შექმნას ინფრასტრუქტურა ინოვაციებისათვის, ბავშვებს გადასცეს ცოდნა და უნარები, რომელიც მათ მაღალ კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს მომავალში.

პროფესიული განვითარების დღე

11 Mar 2018

ხარისხიანი სწავლების უზრუნველყოფა ”ევროპული სკოლაში” პრიორიტეტული საკითხია. სკოლა სასწავლო წლის მანძილზე რამდენჯერმე აწყობს პროფესიული განვითარების დღეს, რათა დაეხმაროს მასწავლებლებს დახვეწონ სასწავლო პრაქტიკა და მუდმივად იყვნენ ინფორმირებულნი სწავლა-სწავლების სფეროში არსებული სიახლეების შესახებ. 9 მარტს გამართული პროფესიული განვითარების დღეც ამ მიზნებს ემსახურებოდა. მოეწყო ტრენინგები თემებეზე: პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, დაგეგმვა და შეფასება; მოსწავლეთა სარეკომენდაციო წერილის წერა; სამეწარმეო უნარების განვითარება დაწყებით საფეხურზე; ”ხანის აკადემიის” გამოყენება საკლასო სივრცეში და ა.შ. იმ პედაგოგებმა, რომლებიც ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ CLIL ტრენინგს ესწრებოდნენ, თავიანთი შთაბეჭდილებები და გამოცდილება გაუზიარეს კოლეგებს. პროფესიული განვითარების დღე, როგორც ყოველთვის, პროდუქტიული იყო, ვინაიდან მასწავლებლები კიდევ ერთხელ ჩაუღრმავდნენე იმ საკითხებს, რაც გავლენას ახდენს მოსწავლეებთან მათ მუშაობაზე, გაანალიზეს სწავლა-სწავლების სფეროში დანერგილი ახალი ტექნოლოგიები, მეთოდები და რესურსები.

საჩუქარი დედებს

08 Mar 2018

III ბ კლასის მოსწავლეებმა ორიგინალურად მიულოცეს დედებს 3 მარტი. ისინი წინასწარ ემზადებოდნენ ამ დღისთვის: სახელოსნოში “თიხიანი ხელები“ პატარებმა დაამზადეს თიხის გულსაბნევები და საყვავილე ქოთნები, რომლებშიც სკოლის ორანჟერაში, მებაღის დახმარებით, ჩარგეს ყვავილები და შექმნეს ულამაზესი კომპოზიციები დედებისთვის.