ახალი ამბები
“ევროპული სკოლის“ გუნდი- ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი
06 Mar 2018ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში, რომლის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ფინალისტთა შორის, საქართველოს 11 სხვა გუნდთან ერთად, “ევროპული სკოლის“ გუნდიც იმყოფება პროექტით “კრიპტო გასაღების კვანტური განაწილება“. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი გაიმართება 2018 წლის აპრილში, თბილისში. პირველ ადგილზე გასული გუნდი მონაწილეობას მიიღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, აშშ-ში.
სტუმრად წიგნის მუზეუმში
06 Mar 20181 მარტს “ევროპული სკოლის“ დაწყებითი საფეხურის მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ეროვნულ ბიბლიოთეკასა და წიგნის მუზეუმს. მასპინძელი მათი პედაგოგი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე გახლდათ. ბავშვებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკა, გაეცნენ მისი მუშაობის ძირითად პრინციპს. წიგნის მუზუმში მოზარდები გაეცნენ უნიკალურ ლიტერატურას. გიორგი კეკელიძემ პატარებს საკუთარი ზღაპრის წიგნი გადასცა საჩუქრად.
დედის დღე "ევროპულ ბაღში"
06 Mar 2018"ევროპულ ბაღში" დედის დღე 2 მარტს აღინიშნა. ამ დღეს დედებს ულამაზესი ბანერი დახვდათ ფოტოების გადასაღებად. პატარებმა საკუთარი ხელით მოუმზადეს დედებს სამახსოვრო ნაკეთობები, გამოუცხვეს ორცხობილები, მოუმზადეს შოკოლადის მუსი.დედის დღემ მხიარულად ჩაირა "ევროპულ ბაღში".
კლასიკური მუსიკის ფესტივალი
01 Mar 2018მოსწავლეებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, “ევროპულ სკოლაში“ ყოველწლიურად ტარდება კლასიკური მუსიკის ფესტივალი. წელს, 22-28 თებერვალს ჩატარებული რიგით მეოთხე ფესტივალი ბევრ საინტერესო ღონისძიებას მოიცავდა, განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო დასკვნითი კონცერტი, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა სტუმრებმა: ვოკალისტმა ლიანა ჩივაძემ და საფორტეპიანო დუეტმა “ქრისტინა და რეჯინა“. მეორე ტურის ყველა მონაწილეს დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა ჟიურის თავმჯდომარემ, ცნობილმა კომპოზიტორმა რუსუდან სებისკვერაძემ. ნომინაციებში: განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემების მქონე შემსრულებელი, განსაკუთრებული ტექნიკური შესრულება, აკადემიური შესრულება და ჟიურის სიმპათია გამარჯვებული მოსწავლეები არიან: ქართული პროგრამის VI კლასის მოსწავლე თემურ თვაური, PYP V კლასის მოსწავლე სისი, ქართული პროგრამის V კლასის მოსწავლე ნუცა მესტვირიშვილი და DP XI კლასის მოსწავლე ლუკა შატბერაშვილი.
PYP IVკლასის მოსწავლები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
01 Mar 2018საძიებო თემა “ნიშნები და სიმბოლოები“ და ქვის ხანის თემატიკა PYP IV კლასის მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახადა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში სტუმრობამ. მუზეუმი წარმოადგენს სამეცნიერო-საგანმანათლებლო ინსტიტუტს, რომელსაც გამოფენილი აქვს საქართველოს ბუნებისა და ისტორიის ამსახველი უამრავი ექსპონატი, მათ შორის, 40 მილიონი წლის წინათ მცხოვრები ცხოველების ნაშთები. მოსწავლეები ძალიან დააინტერესა დმანისში აღმოჩენილმა პრეისტორიული ადამიანის ნაშთების ხილვამ. ამ აღმოჩენამ მნიშვნელოვნად შეცვალა ადამიანის ევოლუციის შესახებ არსებული თეორია. მოზარდებმა ინტერესით დაათვალიერეს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ძვირფასეულობა, ოქროსა და ვერცხლის ექსპონატები და სამკაულები.
გავუფრთხილდეთ გარემომცველ სამყაროს!
01 Mar 201827 თებერვალს ტრანსდიციპლინური თემის ფარგლებში: “ გავუფრთხილდეთ გარემომცველ სამყაროს“, III კლასის მოსწავლეები შეხვდნენ პროფესორ ბესარიონ კალანდაძეს, რომელიც კომპოსტირების პროცესზე,ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობაზე ესაუბრა მოზარდებს.
ჟესტების ენა - კიდევ ერთი ახალი ენა PYP-ის მოსწავლეებისთვის
26 Feb 2018კომუნიკაცია სმენადაქვეითებულ ადამიანებთან ყოველთვის რთულ ამოცანას წარმოადგენდა. კომუნიკაციის საკითხებისადმი მიძღვნილი საძიებო თემის ფარგლებში, PYP მე-4 კლასის მოსწავლეებმა ჟესტების ენის მასწავლებელი და მისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები “ევროპულ სკოლაში“ მოიწვიეს. პროექტის მიზანი იყო, ბავშვებს წარმოდგენა შექმნოდათ ჟესტების ენაზე დაფუძნებული კომუნიკაციის სისტემის შესახებ. ჩვენმა მოსწავლეებმა შეისწავლეს აღნიშნული ენის საფუძვლები და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახალისო აქტივობაში. საკმაოდ ემოციური სანახავი იყო მოზარდების მცდელობა, თანატოლებთან კომუნიკაციისას თავიანთი ფიქრები და აზრები გამოეხატათ ჟესტების ენაზე. მე-4 კლასის ერთ-ერთმა მოსწავლემ აღნიშნა: “ვერც კი წარმოვიდგენდი, თუკი ამდენი ემოციის გამოხატვა შესაძლებელი იქნებოდა ერთი სიტყვის წარმოთქმის გარეშეც კი. ახლა გაცილებით უფრო მეტად ვაფასებ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც დაბადებიდანვე გვაქვს, ზოგიერთები კი ამ შესაძლებლობებს მოკლებულნი არიან.“ აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარათ, გამხდარიყვნენ მეტად ჰუმანურნი, განევითარებინათ არავერბალური კომუნიკაციის უნარები და ჩაღრმავებოდნენ საძიებო თემას.
“კიბერუსაფრთხოების მომავალი ექსპერტი”
25 Feb 201823 თებერვალს “ევროპულ სკოლაში” ჩატადა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “კიბერუსაფრთხოების მომავალი ექსპერტი”, რომელზეც კიბერუსაფრთხოების ექსპერტებთან ერთად მოხსენებები “ევროპული სკოლის” მოსწავლეებმაც გააკეთეს. კონფერენციაზე წარმოდგენილ თემებს პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა მასწავლებლებისა თუ მოსწავლეებისთვის. პერსონალური მონაცემების დაცვა, ონლაინ სივრცეში მოქმედების ეთიკა, მოზარდების უსაფრთხოება კიბერსივრცეში, მომავლის პროფესიები - ეს დღევანდელობის აქტუალური საკითხებია და რჩევებს ამ მიმართულებით უთუოდ დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე საზოგადოების თითოეული წევრისთვის. ამავე დღეს “ევროპულ სკოლასა” და კიბერუსაფრთხოების სამეცნიერო ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.
“მოდი, იდირიჟორე!“
23 Feb 2018კლასიკური მუსიკის ფესტივალი “ევროპულ სკოლაში“ დირიჟორ მირიან ხუხუნაიშვილის მიერ მოსწავლეთათვის ჩატარებული მასტერკლასით დაიწყო. ახალგაზრდა დირიჟორმა სადირიჟორო ჯოხის “ჯადოსნური“ შესაძლებლობები გააცნო მოზარდებს და მისცა საშუალება, თავი მოესინჯათ სადირიჟორო პულტთან. ამ შემოთავაზებას სიხარულით შეხვდნენ გამოუცდელი “დირიჟორები“ . ორკესტრმა რამდენიმე პოპულარული კლასიკური მუსიკალური ნაწარმოები შეასრულა მოსწავლეთა დირიჟორობით. მირიან ხუხუნაიშვილის საჩუქარი- სადირიჟორო ჯოხი კი ერგო გამარჯვებულ მოსწავლეს PYP მე-5 კლასიდან, ნიკო გერსამიას.