სიახლეები

ევროპული სკოლის სასადილოს 26-30 მარტის მენიუ

28 Mar 2012

ევროპული სკოლის სასადილო მოსწავლეებს ყოველდღიურად უმასპინძლდება მრავალფეროვანი კერძებით. გთავაზობთ 26-30 მარტის მენიუს.

მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია

19 Mar 2012

19-30 მარტს ინგლისური ენის კათედრა ატარებს სასწავლო-შემეცნებით კონფერენციას! ორშაბათი, 19 მარტი, 15:00 სთ. - "თანამედროვე ტექნოლოგიები-ხედვა მომავლისაკენ". (XII კლასი). სამშაბათი, 20 მარტი, 15:00 სთ. - "სამყარო ჩვენ ირგვლივ".(VIII, IX,X,XI კლასები). ორშაბათი, 26 მარტი, 14:00 სთ. - "იაზროვნე გლობალურად, იმოქმედე-ლოკალურად".(VII ა ,VII ბ ,VIIგ კლასები). სამშაბათი, 27 მარტი, 14:00 სთ. - "აღმოაჩინე მსოფლიოს საოცრებანი".(VIა ,VI ბ ,VIგ კლასები). 29-30 მარტი - "ჩვენ ვართ სამყარო".(V ა , V ბ ,V გ ,Vდ კლასები).

VinSpring National Selection 2012

17 Mar 2012

"ევროპული სკოლის" საერთაშორისო ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტები: ვატო ქათამაძე და ლევან ყიფიანი იმყოფებოდნენ უკრაინის ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის მიერ ორგანიზებულ  კონფერენციაზე-"ვინსპრინგის ეროვნული შერჩევა" ("VinSpring National Selection 2012."). კონფერენცია ჩატარდა ვინიცაში, რომელიც სამხრეთ ბუგის სანაპიროზე, უკრაინის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ღონისძიება 3 დღე გაგრძელდა და მასში სხვადასხვა ქვეყნის 100 დელეგატი მონაწილეობდა.

ფრანკოფონიის საერთაშორისო დღეები ევროპულ სკოლაში

14 Mar 2012

საფრანგეთის საელჩოს მიერ ფრანკოფონიის საერთაშორისო დღეების ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა ევროპული სკოლის პროექტმა "კომიქსების კონკურსი".15 მარტს, 15 საათზე გაიმართება გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები.

ყურადღება!

13 Mar 2012

პარასკევი.16 მარტი.15.00 სთ.სააქტო დარბაზი."ევროპული სკოლისა" და ტელეკომპანია"იმედის" თანმშრომლობით ტარდება პროექტ "ეტალონში" მონაწილეობისათვის შიდა სასკოლო შესარჩევი ტური.

ევროპული სკოლის სასადილოს 12-16 მარტის მენიუ

11 Mar 2012

ევროპული სკოლის სასადილო მოსწავლეებს ყოველდღიურად უმასპინძლდება მრავალფეროვანი კერძებით. გთავაზობთ 12-16 მარტის მენიუს.

კავკასიის ფრანგული სკოლის დირექტორის, ბატონი ტიბო მილიეს ვიზიტი

07 Mar 2012

პირველ მარტს, ევროპულ სკოლას ეწვია კავკასიის ფრანგული სკოლის დირექტორი, ბატონი ტიბო მილიე. ვიზიტი ორგანიზებული იყო ფრანგული ენის მასწავლებელთა მიერ. ბატონი მილიე შეხვდა სკოლის დირექტორსა და ფრანგული ენის მასწავლებლებს. შეხვედრაზე დაისახა ორი სკოლის მომავალი თანამშრომლობის გეგმა, მიმართულებები და დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები.უკვე მარტის თვეში ფრანკოფონიის დღეების ფარგლებში ჩვენი სკოლის ფრანგული განყოფილების მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა კონკურსში და მათ შორის კავკასიის ფრანგული სკოლის მიერ ორგანიზებულ კონკურსში "La grandelessive" ("დიდისარეცხი") და ასევე სკოლის მიერ ორგანიზებულ რამდენიმე ღონისძიებაში.ასევე კავკასიის ფრანგული სკოლის მოსწავლეებიც მიიღებენ მონაწილეობას ევროპული სკოლის კომიქსების კონკურსში "Dessine-moi dix mots qui te racontent"ბატონმა მილიემ დაათვალიერა ევროპული სკოლა, სადაც მას მეგზურობას ჩევნი სკოლის მოსწავლეები: მარი ქაცანაშვილი და ანო გორგასლიძე უწევდნენ. დირექტორმა ევროპული სკოლის ტელევიზიაში მიცემულ ინტერვიუში გამორჩეულად აღნიშნა განსაკუთრებულად თბილი და, ამავე დროს, საქმიანი გარემო, რომელიც მას დახვდა ევროპულ სკოლაში. ასევე მოიწონა, რომ ჩვენი მოსწავლეები ფრანგული ენას მაღალ დონეზე ფლობენ. ბატონმა მილიემ დიდი მადლობა გადაუხადა ევროპული სკოლის დირექციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებსა ასეთი საინტერესო და შემეცნებითი ვიზიტის ორგანიზებისთვის.

ყურადღება! კინო - პრემიერა

07 Mar 2012

პარასკევს, 9 მარტს 14:30 ევროპული სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართება პრემიერა მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისა “დაქალები”სცენარის ავტორი - ანა ჩარგეიშვილიმონაწილეობენ: ანა ჩარგეიშვილილიზი ლორია

ყურადღება!

07 Mar 2012

რესპუბლიკური ოლიმპიადა "ლინგვა 2012" ინგლისურ ენაში ჩატარდება 10 მარტს.გამოცდების ჩატარების განრიგი1000 - მე-4, მე-5 კლასები;1200 - მე-6 კლასი.მისამართი: თბილისი, ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის ქუჩა 11, ბიბლიოთეკის შენობა (მაღლივ კორპუსთან).ინგლისური ენის კათედრა