ახალი ამბები

თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება

05 Oct 2017

4 ოქტომბერს “ევროპულ სკოლასა“ და “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“(შზსუ) შორის…

”ევროპული სკოლა” სამეცნიერო პიკნიკზე

02 Oct 2017

”ევროპულმა სკოლამ” 30 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამეცნიერო…

“თელა“ “ევროპულ სკოლაში“

29 Sep 2017

27 სექტემბერს სამეჯლისო-სპორტული ცეკვების სტუდია “თელა“ “ევროპული სკოლის“ მოსწავლეების წინაშე წარდგა. მოცეკვავეების მიერ შესრულებულმა ენერგიულმა და ხალისიანმა ცეკვებმა  მაყურებელი მოხიბლა.

ივერი ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი

27 Sep 2017

ორშაბათს, 25 სექტემბერს, “ევროპულ სკოლაში“ დაიწყო ივერი ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი.

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა მორიგი წარმატება

26 Sep 2017

 “კანტის აკადემიამ“ აკადემიის 2017 წლის პროგრამებში  მოსწავლეთა წარმატებული მონაწილეობისათვის  “ევროპულ სკოლას“   გადასცა მადლობის სიგელი.

სკოლის მართვის ელექტრონული სისტემა -Schoolbook

10 Sep 2017

“ევროპული სკოლა“ ქართული პროგრამის მოსწავლეებს სთავაზობს “Innovators Group Georgia”-ს მიერ შექმნილ სკოლის მართვის ელექტრონულ სისტემა Schoolbook-ს.

გილოცავთ!

10 Aug 2017

“ევროპული სკოლის“ ამერიკული სექტორის მოსწავლემ, ანა დარჩიაშვილმა, სენაკში გამართულ ჩემპიონატზე დაიკავა I ადგილი და ავტომატურად გახდა საქართველოს ნაკრების წევრი. ის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება სოფიაში. ვულოცავთ ანას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

გილოცავთ!

14 Jul 2017

IB პროგრამების კურსამთავრებულებს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებათ.   განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ და საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯონ ჰოლიგანმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში აღიარების შესახებ.   ხელშეკრუმების მიხედვით, IB (საერთაშორისო ბაკალავრიატი) პროგრამების კურსდამთავრებულებს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ეძლევათ. იგივე შესაძლებლობით ისარგებლებენ IB პროგრამების გასული წლების კურსდამთავრებულებიც.   საქართველოში ორი  IB ავტორიზებული სკოლაა: "ევროპული სკოლა“ და "ახალი სკოლა“.

მემორანდუმი ურთიერთანამშრომლობის შესახებ სსიპ - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და შპს "ევროპულ სკოლას“ შორის

07 Jul 2017

6 ივნისს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე სსიპ - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და შპს "ევროპულ  სკოლას“ შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთანამშრომლობის შესახებ.   საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და "ევროპულ სკოლას“ სურს გააძლიეროს თანამშრომლობა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ინოვაციების განვითარების მიმართულებით.   მემორანდუმის ამოქმედების შედეგად საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, როგორც პარტნიორი კომპანია, ხელს შეუწყობს "ევროპულ სკოლას“, რათა ის ჩაერთოს საგანმანათლებლო და ტექნოლოგიურ სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან პროგრამებში. ეს კი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ტექნოლოგიური და კომპიუტერული მეცნიერებების კუთხით მოსწავლეთა ცოდნის, უნარების და დამოკიდებულებების განვითარებისა და გაღრმავებისთვის. ასევე, ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და "ევროპული სკოლა“ მიზნად ისახავს: • მოსწავლეებში ინოვაციური იდეების სტარტაპებად ფორმირებისთვის საჭირო პროგრამების ორგანიზებასა და მხარდაჭერას; • მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავების მიზნით საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგების, მასტერკლასებისა და სხვადასხვა ტიპის კონკურსების ორგანიზებას; • მოსწავლეებში ინოვაციური აზროვნების ხელშემწყობი ლოკალური და საერთაშორისო კონკურსებისა და პროგრამების ორგანიზებასა და მხარდაჭერას; • "STEM” მიმართულებით ტრენინგებისა და კონსულტაციების ჩატარებას ახალი ლაბორატორიებისა და ინოვაციების  დანერგვის მიზნით.