ახალი ამბები

ვულოცავთ!

24 Feb 2017

2016 წლის 6 დეკემბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათან ერთად VI-XII კლასის მოსწავლეებისათვის გამოაცხადა  კონკურსი,,JUNIOR ATSUHACK“. ასეთი ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდებოდა.

“ევროპული სკოლის” უცხოური ენების კათედრის კვირეული

17 Feb 2017

“უცხოურ ენათა სამყაროში” “ევროპული სკოლის” უცხოური ენების კათედრის კვირეული20 თებერვალი - 23 თებერვალი 

ვულოცავთ!

16 Feb 2017

IB სექტორის სადიპლომო პროგრამის მე-11 კლასის მოსწავლემ,  სტეფანია-ალექსანდრა პიროჟკამ  LCC International University-ის მიერ ორგანიზებულ საჯარო გამოსვლის კონკურსში მე-2 ადგილი დაიკავა.  ვულოცავთ სტეფანიას ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს. 

ვალენტინობა

15 Feb 2017

 "ევროპულ სკოლაში“, ტრადიციისამებრ, აღინიშნა ვალენტინობა. სიყვარულის დღეს "ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს რომეო და ჯულიეტა ულოცავდნენ უკვდავი მელოდიის ფონზე, რომელსაც ნინა თალაკვაძე ვიოლინოზე ასრულებდა.   დღის ბოლოს ჩატარდა კონცერტი, რომელშიც  "ევროპული სკოლის“ უფროსკლასელები მონაწილეობდნენ.

მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია

09 Feb 2017

2017 წლის 18 მაისს ევროპული სკოლა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ატარებს მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდურ კონფერენციას. 

გილოცავთ!

07 Feb 2017

"ევროპული სკოლის" მე-8 კლასელ მოსწავლეთა პროექტმა  "მეორედი ქაღალდი  საკუთარი ხელებით“, რომელიც წარდგენილი იყო  გარემოსდაცვითი საკითხებისადმი მიძღვნილ III  საერთაშორისო ახალგაზრდულ კონფერენციაზე ქ. ბერლინში, გამარჯვება მოიპოვა.   კონფერენციაზე "სკოლა–ეკოლოგიისათვის" მიემგზავრებიან მე–8 კლასის მოსწავლეები: ელენე ჯოხაძე, ჯარჯი სვანიშვილი და  თორნიკე ყუბანეიშვილი. ასევე ამ პროექტის ხელმძღვანელები გერმანული ენის მასწავლებელი - მთვარისა ბუსკივაძე და   ქიმიის  მასწავლებელი -  ხათუნა კაპანაძე.   კონფერენციაზე გუნდი  განხორციელებული პროექტის პრეზენტაციას წარადგენს, ასევე  მონაწილეობას მიიღებს სემინარებსა და დისკუსიებში.

“ევროპული სკოლის” ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის კვირეული

03 Feb 2017

საქართველო და მსოფლიო“ევროპული სკოლის” ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის კვირეული6 თებერვალი - 10 თებერვალი