ახალი ამბები

გრანტი მიენიჭათ
23 Jun 2016"ევროპული სკოლის" დირექციისა და დამფუძნებელთა საბჭოს გადაწყვეტილებით 2015-2016 სასწ.წ. II სემესტრის შედეგების მიხედვით გრანტი მიენიჭათ სკოლის საუკეთესო მოსწავლეებს : N სახელი კლასი 1 ფანჯაკიძე ანა 11 2 ჯოხაძე სალომე 11 3 ბაკურაძე ანა 11 4 კოზმანაშვილი ნათია 11 5 გვერდწითელი ანა 11 6 მურღულია მეგი 11 7 მაჭარაშვილი გიორგი 10ბ 8 ამირიძე მაგდა 10ბ 9 ლელუაშვილი გიორგი 10ა 10 კინტრაია ნინო 9ბ 11 სააკაძე ელისაბედი 9ბ 12 კილაძე ხატია 9ა 13 ღაძაძე თამარი 8ბ 14 ახალაია ანა 8ბ 15 ბეჟუაშვილი ირაკლი 8ა 16 ქევანიშვილი ზუკა 8ა 17 კინტრაია ლუკა 8ა 18 კორძაძე ნიკა 8ა 19 ქავთარაძე კოტე 8ა 20 მოდებაძე რუსუდანი 8ა სკოლის დირექცია და მასწავლებლები ვულოცავთ წარმატებას.

გილოცავთ!
13 Jun 2016"ევროპული სკოლის“ ჭადრაკის კლუბის საგაზაფხულო ტურნირის შ ე დ ე გ ე ბ ი 2016 წლის აპრილ-მაისის თვეში "ევროპული სკოლის“ ჭადრაკის კლუბმა (ხელმძღვანელი: სპორტის ოსტატი, ქალთა შორის თბილისის ჩემპიონი, საქართველოს სპარტაკიადის ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირების პრიზიორი, 2015 წლის საერთაშორისო ტურნირის “ნონას თასის“ მფლობელი გიული ალიხანაშვილი) ჩაატარა მოსწავლეთა საგაზაფხულო ტურნირი 4 ჯგუფში. ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ:

ყურადღება!
02 Jun 2016პარასკევს 15:00 “ევროპული სკოლის” სააქტო დარბაზში გიწვევთ მეცხრე MYP კლასის დრამის გამოცდაზე.

ოქროს პეპელა - 2016
27 May 2016კვირას 29 მაისს, "ევროპულ სკოლაში" ოფიციალურად გაიხსნება საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ოქროს პეპელა - 2016" ფესტივალის პროგრამით გათვალიწინებულია მოკლემეტრაჟანი, 7 წუთამდე ფილმების ჩვენება, მასტერკლასები და უორქშოპები. ფესტივალი დაიხურება 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალით. დეტალური ინფორმაციის მისაღბად დარეკეთ 599 900862 ირაკლი ჯაოშვილი.

TEDxIBEuropeanSchool
24 May 2016TEDxIBEuropeanSchool x=independently organized TED event ოთხშაბათს, 25 მაისს 15:30 -ზე "ევროპული სკოლის“ მთავარ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება კონფერენციაTEDxIBEuropeanSchool თემაზე ”სად არის ზღვარი.... საზღვრებს გარეშე”.

ყურადღება!
19 May 2016"ევროპული სკოლის” საერთაშორისო ბაკალავრიატის საშუალო საფეხური (VI-X კლასები) აცხადებს მიღებას 2016- 2017 სასწავლო წლისთვის! 1. მათემატიკა( წერითი ტესტი) - 24 მაისი, სამშაბათი, 15:00 (ხანგრძლივობა 90 წუთი) 2. ინგლისური( ზეპირი გასაუბრება) - 25 მაისი, ოთხშაბათი ოთახი: №58 ( მე-5 სართული) შედეგები 30 მაისს, ოთახი №52

მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია
16 May 20162016 წლის 13 მაისს “ევროპულ სკოლის” ორგანიზებითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის მხარდაჭერით ჩატარდა მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია თემაზე: "წარმატებული სასწავლო პრაქტიკა მედიაწიგნიერების, ეკოლოგიური წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციის განვითარებისათვის“. კონფერენცია მიზნად ისახავდა სასწავლო პროცესში განხორციელებული წარმატებული გამოცდილების გაზიარებას.

ევროპის დღე "ევროპულ სკოლაში“
11 May 2016მიმდინარე წლის 6 მაისს "ევროპულმა სკოლამ“ აღნიშნა ევროპის დღე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ "ევროპული სკოლის“ მოსწავლეები, რომელთაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალური კოსტიუმები, სამზარეულო და ფოლკლორი წარმოადგინეს. სკოლას ეწვივნენ: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი, საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გეორგიოს ხადიმიკელაკისი და ასევე უნგრეთისა და პოლონეთის საელჩოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები.