ახალი ამბები

ყურადღება!
25 Feb 201622 თებერვლიდან "ევროპული სკოლა“ აცხადებს კონკურსს. კონკურსი "ყველაზე ნიჭიერი“ ჩატარდება 2 ტურად. თითოეულმა კლასმა უნდა წარმოადგინოს 2 ნომერი. გამარჯვებული დაჯილდოვდება სამდღიანი ტურით თანაკლასელებთან ერთად გუდაურში. კონკურსი ჩატარდება 3 ასაკობრივ ჯგუფში: I – IV კლასები; V-VIII კლასები; IX-XII კლასები. კონკურსის დასკვნითი (II) ტური ჩატარდება 2016 წლის 27 თებერვალს, 15:00 საათზე "ევროპული სკოლის“ სააქტო დარბაზში. კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღება შესაძლებელია 15 თებერვლამდე (ოთახი N5).

ყურადღება!
24 Feb 2016ამა წლის 3 მარტიდან 8 მარტის ჩათვლით "ევროპულ სკოლაში" ცხადდება საგაზაფხულო არდადეგები. სასწავლო პროცესი განახლდება 9 მარტიდან.

მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია
16 Feb 20162016 წლის 13 მაისს "ევროპული სკოლა" მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ატარებს მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდურ კონფერენციას

ევროპული სკოლის ფიზიკის და ქიმიის კათედრის კვირეული
05 Feb 2016”უმეცრება არასდროს არის ცოდნაზე უკეთესი”.ენრიკო ფერმიევროპული სკოლის ფიზიკის და ქიმიის კათედრის კვირეული 8 - 12 თებერვალი

ჩინეთის შესახებ კონკურსისა და გამოფენა - კონკურსის შედეგები
04 Feb 2016თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტმა ა.წ. 25-29 იანვარს ჩაატარა შემეცნებითი კონკურსი "რა ვიცით ჩინეთის შესახებ“ VII – XII კლასის მოსწავლეთათვის და მოსწავლეთა ნახატების გამოფენა-კონკურსი III – VI კლასის მოსწავლეთათვის. ამ კონკურსში "ევროპული სკოლიდან“ მონაწილეობდა 60-მდე მოსწავლე. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ პრიზებით და გადაეცათ სერტიფიკატები. მათ შორის იყვნენ შემეცნებით კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები: ნინო ზარაფიშვილი, სანდრო ზურაბიშვილი, გიორგი მაისაშვილი, ელენე ქობლიანიძე, ანა ყაფლანიშვილი (VIIა კლასი); ნინი დუმბაძე (MYP VII კლასი); ირაკლი ბეჟუაშვილი (VIII ა კლასი); თამარ ადამია (IX ა კლასი); ჩატა თათეშვილი (MYP IX კლასი); მარიამ ბაღდავაძე, მარიამ გობიანიძე, ანა გორდეზიანი, მარიამ თათეშვილი, ანი მარგველაშვილი, ნატალი მარგველაშვილი და ქეთევან ყამარაული (DP XI კლასი). კონკურსებში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა 1 თებერვალს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელები."ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია