ახალი ამბები

ლომერ ახვლედიანი "ევროპულ სკოლაში“

21 May 2015

18 მაისს "ევროპულ სკოლაში“ მოეწყო მოსწავლეთა შეხვედრა ქართული კინოს ცოცხალ კლასიკოსთან, საქართველოს სახალხო არტისტთან და უამრავი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ჯილდოს მფლობელთან, ოპერატორ ლომერ ახვლედიანთან. ეს შეხვედრა მოეწყო VIII MYP კლასის პროექტის, სატელევიზიო პროგრამა  "კინოს ისტორიის“  ფარგლებში.   პროექტი  გულისხმობს მოსწავლეთა მიერ სატელევიზიო პროგრამის მომზადებას კინოს შესახებ,  ინტერვიუებს ცნობილ მოღვაწეებთან (რეჟისორები, ოპერატორები, მსახიობები, მხატვრები), ასევე კინოს ისტორიის საკითხებზე საკუთარი კვლევების ინტერვიუს სახით ჩაწერას, რომელშიც მოსწავლეები კინოკრიტიკოსების როლს თავად შეასრულებენ.   ბატონ ლომერ ახვლედიანთან შესახვედრად "ევროპული სკოლის“ სამივე სექტორის მოსწავლეები შეიკრიბნენ. მან მსმენელებს  საოპერატორო ხელოვნების შესახებ უამბო, საინტერესოდ ისაუბრა კინოს, როგორც ხელოვნების სინთეზური დარგის შესახებ. აღნიშნა   იმ პროფესიების მნიშვნელობა, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ  ფილმის ერთიანი  კომპოზიციის შექმნაში. საინტერესო შემოქმედმა და ადამიანმა მოსწავლეებს საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება  გაუზიარა და ბევრი საინტერესო რჩევა მისცა.

ყურადღება!

18 May 2015

2015 წლის 18 მაისს, 14.30 საათზე "ევროპული სკოლის“ სააქტო დარბაზში შედგება შეხვედრა და ჭადრაკის კლუბის წევრთა ერთდროული თამაშის სეანსი მსოფლიოს 5-გზის  ჩემპიონ, დიდოსტატ  ნონა გაფრინდაშვილთან.   გთხოვთ, მობრძანდეთ! "ევროპული სკოლის“ ჭადრაკის კლუბი

ყურადღება!

13 May 2015

სპორტული,  სახელოვნებო,  სამეცნიერო კლუბები  და  სტუდიები გიწვევთ შემაჯამებელ კვირეულზე.განრიგი იხილეთ ვრცლად. 

ყურადღება!

11 May 2015

 პუშკინის სკოლის თეატრალური დასი (ხელმძღვანელი ნატალია მიქელაძე) 14 მაისს,სააქტო დარბაზში, გეპატიჟებათ მუსიკალურ სპეკტაკლზე "Та самая Алиса“. დასაწყისი 14:30 საათზე

ფეხბურთის ტურნირი ევროპულ სკოლაში

09 May 2015

ევროპულ სკოლაში მიმდინარეობს ფეხბურთის ტურნირი. ფინალი გაიმართება ოთხშაბათს, 13 მაისს, 15:30 საათზე.   ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან: N კატეგორია კლასები დრო 1 I V ბ - VI ა  14:30-14:45 2 II VIII ა - IX ა 16:10-16:25 3 III X MYP - XI DP 16:30-16:45

თვითმმართველობა 2015

06 May 2015

ამა წლის 11 მაისს "ევროპულ სკოლაში“ ტრადიციისამებრ ჩატარდება თვითმმართველობის დღე. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა მოსწავლეთათვის, რადგან ისინი ერთი დღით ინიშნებიან წამყვან თანამდებობებზე და დამოუკიდებლად წარმართავენ სასწავლო პროცესს. ამ დღისთვის სპეციალურად ემზადება სკოლის დირექცია, ამიტომ თვითმმართველობის დღე ყოველთვის სავსეა სიურპრიზებით.

ყურადღება!

06 May 2015

აკადემიური დისციპლინების ევრო-ამერიკული კონფერენცია 13-16 აპრილი პარიზი, საფრანგეთი   IJAS (აკადემიური დისციპლინების ევრო-ამერიკული  კონფერენცია) ყოველწლიურად ტარდება ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში.  მისი უპირველესი მიზანია, სხვადასხავა ქვეყნისა  და დარგის მეცნიერებმა ერთმანეთს გაუზიარონ  კვლევები. კონფერენციები ინტერ  და მულტი-დისციპლინურ ხასიათს ატარებს.    ეს შეხვედრები მიზნად ისახავს, მეცნიერებმა დისკუსიების საშუალებით არაფორმალური, ღრმაშინაარსიანი უკუკავშირი მიიღონ და დაამყარონ პროფესიული ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნისა და ინსტიტუტების მეცნიერებთან.   წელს აღნიშნულ კონფერენციას ქართველი დელეგატიც ესწრებოდა. ჩვენი სკოლის პედაგოგმა ნინო ტაბეშაძემ წარადგინა პრეზენტაცია: "საბჭოთა კავშირი: ძმათა კავშირიდან მტრის ხატამდე“.     ჩვენი დელეგატი კონფერენციაზე დაჯილდოვდა გამორჩეული პრეზენტაციისთვის.