ახალი ამბები

ყურადღება!

16 Mar 2015

17 მარტს "ევროპული სკოლა“ მასპინძლობს გამომცემლობა "პროსპეროს წიგნებს“. გამოფენა გაიხსნება "ევროპული სკოლის“ პირველ სართულზე 9 საათზე. გთხოვთ, გვეწვიოთ და შეიძინოთ თქვენთვის სასურველი წიგნები.

STUDENT PROJECT CONFERENCE 2015

15 Mar 2015

2015 წლის 13-14 მარტს "ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა "მოსწავლეთა პროექტების კონფერენცია“, რომელიც ორგანიზებული იყო "ევროპული სკოლის“, საერთაშორისო  ბაკალავრიატის (IB), ამერიკული High School-ის, ბრიტანეთის საბჭოს, ამერიკული საბჭოების, “English Book in Georgia“-ს, “UK Bridge“-სა და "კემბრიჯის სასწავლო ჯგუფის“ მიერ.   კონფერენციის მზადებისას საორგანიზაციო კომიტეტი გაეცნო საქართველოს 20 სხვადასხვა სკოლიდან შემოსულ 85 პროექტს.   13 მარტს ექვსი სხვადასხვა სექციის კომისიის წევრებმა მოისმინეს შერჩეული   52 პროექტი. მათ შორის გამოავლინეს  14 საუკეთესო.   14 მარტს პლენარულ სხდომაზე საორგანიზაციო კომიტეტმა მოისმინა პროექტები  და დაასახელა გამარჯვებულები.   I  ადგილი  -  გიგა აფხაიძე,  "ევროპული სკოლის“ საერთაშორისო ბაკალავრიატი (IB).  “კემბრიჯის სასწავლო ჯგუფის” მიერ დაჯილდოვდა კემბრიჯის უნივერსიტეტში 3-კვირიანი კურსის საგზურით. ჯილდო  ჯგუფის სახელით გადასცა ქალბატონმა ნუცა ქურიძემ. გიგა აფხაიძე ასევე დაჯილდოვდა I ხარისხის სერტიფიკატით. II  ადგილი - გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული: ირაკლი ბობოხიძე  - "ნიუტონის თავისუფალი სკოლა“,თბილისი;  მარიამ  გობიანიძე  - "ევროპული სკოლა“ , თბილისი;  დათა  კიკორია - "ევროპული სკოლა“ , თბილისი; ანა ფურცხვანიძე  - ქართულ - ამერიკული სკოლა "პროგრესი“, ქუთაისი. მათ  მოიპოვეს   პირსონის ტესტისათვის მოსამზადებელი 3-თვიანი ენის სასწავლო კურსზე (თბილისში) სწავლის დაფინანსება. პრიზი გადასცა ქალბატონმა მაია გურგენიძემ. III ადგილი  - გამოვლინდა სამი გამარჯვებული: შოთა  იასაშვილი -  მე-10 საჯარო სკოლა , თბილისი ; ელენე  ქავთარაძე  - "ევროპული სკოლა“ American High School, თბილისი; მარიამ  ჯმუხაძე  -  წმ. გიორგის სახელობის ქართულ-ბრიტანული სკოლა, თბილისი.   გამარჯვებულებს  დაუფინანსდათ   ენის შემსწავლელი 2 -კვირიანი სასწავლო კურსი თბილისში, ორგანიზცია Unique Learning-ის საზაფხულო სკოლაში.  სპეციალური  წამახალისებელი  ჯილდოები  გადაეცათ:  1. "ევროპული სკოლის“ დირექციის მიერ დაწესებული ჯილდო "ენის შემსწავლელი 2 -კვირიანი სასწავლო კურსი თბილისში, ორგანიზაცია Unique Learning-ის საზაფხულო სკოლაში“,  გადაეცა მარიამ  წიკლაურს  - მე- 2 საჯარო სკოლა დედოფლისწყარო;  2. "ამერიკული საბჭოების“ მიერ დაწესებული საჩუქრები, წიგნები, ქალბატონმა ირმა ბარბაქაძემ  გადასცა: გიორგი  გაფრინდაშვილს  -გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ,ქუთაისი;  თურგეი ჰასანოვს-  ჩაღლარის საერთაშორისო სკოლა, თბილისი; მარიამ წიკლაურს-  მე-2 საჯარო სკოლა,დედოფლისწყარო.  3. “English Book in Georgia“-ს მიერ დაწესებული ჯილდო - 50%-იანი ფასდაკლება “English Book in Georgia“-ს მიერ ორგანიზებულ ენის კურსებზე -  ქალბატონმა მაია გურგენიძემ გადასცა: გიორგი  გაფრინდაშვილს -  გიორგი კვინიკაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ,ქუთაისი;  თურგეი ჰასანოვს - ჩაღლარის საერთაშორისო სკოლა, თბილისი; მერიემ გაზიოღლუს - ჩაღლარის საერთაშორისო სკოლა, თბილისი; ვაჟა კლდიაშვილს - ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისი, თბილისი; ქეთი მჭედლიშვილს - ივ. ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის №24 ქართული გიმნაზია, რუსთავი.კონფერენციის ფოტომასალები

ყურადღება!

13 Mar 2015

2015 წლის 9 მარტს ევროპული სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმის სასწავლო-შემეცნებით კონკურსში "სამეფო გვირგვინი“. კონკურსის ფარგლებში ჩატარდა კონფერენციები სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში, ასევე მხატვართა კონკურსი. ევროპული სკოლის მოსწავლეებმა დაიმსახურეს ორი პირველი, ორი მეორე ადგილი და საპატიო სიგელები.  დაჯილდოვებულთა  შორის არიან:   თამარ ღაძაძე - VIIბ კლასი, კონფერენცია მათემატიკაში, I ადგილი   ირაკლი თუთბერიძე - IXა კლასი, მხატვრული ნამუშევრისათვის, I ადგილი   გიორგი ლელუაშვილი - IXგ კლასი, კონფერენცია ისტორიაში, II ადგილი   ანა-მარია გოგინაშვილი - IXგ კლასი, კონფერენცია ბიოლოგიაში, II ადგილი   საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ: ნინო შიოლაშვილი (VIIბ კლასი), გიორგი ლელუაშვილი (IXგ კლასი) , ნინი როხვაძე (IXგ კლასი), მირანდა კაჭარავა (IXგ კლასი), დავით ბერძნიშვილი (AHS, IX კლასი). მადლობის ფურცლით დაჯილდოვდნენ ევროპული სკოლის პადაგოგები: თამარ ჯაყელი, მანანა ჟამურაშვილი, თამუნა ციგროშვილი და ზურაბ ჯამბურია.   ვულოცავთ მათ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას.

ყურადღება!

12 Mar 2015

2015 წლის 24-27 თებერვალს ამერიკულ სკოლას ეწვია Advance ED-ისა და გარე შეფასების  კომისია, რომლის მიზანი იყო შეესწავლა, რამდენად აკმაყოფილებდა სკოლა აკრედიტაციისთვის საჭირო სტანდარტებს. ვიზიტის დასასრულს გარე შეფასების გუნდმა წარმოადგინა საკუთარი დასკვნა.  ხელმძღვანელის, კორტლანდ მაკიის ოფიციალური წერილის თანახმად, გუნდმა    სკოლას რეკომენდაცია გაუწია აკრედიტაციის მისაღებად:   "ორგანიზაცია Advance ED-ისა და გარე შეფასების გუნდის (External Review Team) სახელით მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ თბილისის ამერიკულ სკოლას (American High School in Tbilisi) მიეცა რეკომენდაცია აკრედიტაციისთვის. ჩვენი რეკომენდაცია სკოლის მხრიდან ხანგრძლივი თვითშეფასების დასრულებისა  და საერთაშორისო მასწავლებლებისგან  შემდგარი გარე შეფასების გუნდის მიერ მიცემული დადებითი დასკვნის შედეგია. Cortland McKee, Ed.D.Lead Facilitator.”

ევროპული სკოლის დაწყებითი სწავლების კათედრის ღია კვირეული

10 Mar 2015

"ბავშვის თვალით დანახული სამყარო“ევროპული სკოლის დაწყებითი სწავლების კათედრის ღია კვირეული 16 – 20 მარტი

ყურადღება!

10 Mar 2015

ევროპული სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა ანა ფანჯაკიძემ და სალომე ჯოხაძემ (პედაგოგი რუსუდან ბრეგაძე) მონაწილეობა მიიღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის მიერ გამოცხადებულ   ქართველოლოგიურ ზამთრის სკოლა-კონკურსში, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნის მოსწავლე-ახალგაზრდობაში ქართველოლოგიური მეცნიერებებისადმი ინტერესის გამოვლენა.   ევროპული სკოლის მოსწავლეთა მიერ წარდგენილი ნაშრომები მოიწონა  კომისიამ და ისინი დაშვებულ იქნენ მეორე ეტაპზე. ა.წ. 5-6 მარტს ანა და სალომე მიიწვიეს თსუ ქართველოლოგიური სკოლის ცენტრში, სადაც მოისმინეს ბატონი ელგუჯა ხინთიბიძის ლექცია თემაზე: “ვეფხისტყაოსნის მსოფლმხედველობა“.   ანა ფანჯაკიძესა და სალომე ჯოხაძეს გადაეცათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიგელი და სამახსოვრო წიგნები.

მასწავლებელთა კონფერენცია

27 Feb 2015

2015 წლის 21 თებერვალს ევროპულ სკოლაში გაიმართა საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის (IBDP) მასწავლებელთა კონფერენცია - " ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება“.