ახალი ამბები

ევროპული სკოლა გაცნობებთ!

26 May 2014

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მენინგიტის გავრცელება, საბავშვო ბაღსა და  დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასის ჩათვლით), სწავლა შეწყდება 30 მაისის ჩათვლით. VII-XI კლასებში სწავლა განახლდება 27 მაისს (სამივე სექტორზე).საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება

ყურადღება!

22 May 2014

ა.წ. 2 ივნისს, 15 საათზე სააქტო დარბაზში გიწვევთ სპორტული, სახელოვნებო და სამეცნიერო კლუბებისა და სტუდიების 2013-2014 სასწავლო წლის საანგარიშო პრეზენტაციაზე.გთხოვთ, მობრძანდეთ!

მშობელთა და მოსწავლეთა საყურადღებოდ!

22 May 2014

ევროპული სკოლა უსაფრთხოებისა და პრევენციის მიზნით, 23 მაისს, პარასკევს, ჩაატარებს სადეზინფექციო სამუშაოებს. საგაკვეთილო პროცესი განახლდება 27 მაისს.

ევროპული სკოლის გერმანული ენის მასწავლებელს - ნინო ფალავანდიშვილს - მიენიჭა პესტალოცის სტიპენდია

21 May 2014

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა  და პროგრამა ,,პესტალოცის” მიერ გამოცხადებულ კონკურსში,  ,,ევროპული ენის პორტფოლიო / The European language portfolio (ELP)”  პესტალოცის სტიპენდია მიენიჭა ევროპული სკოლის გერმანული ენის მასწავლებელს - ნინო ფალავანდიშვილს. 

ES NEWS - 2014 წლის 19 მაისის გამოშვება

21 May 2014

გადაცემის თემებია:• ფრანგული კვების კომპანია "ბრედბარი" ევროპულ სკოლაში შემოდის.• ევროპული სკოლის პირველობა ფეხბურთში.• მოსწავლეთა კონფერენცია ქიმიაში.• ბოლო ზარი და ფლეშ-მობი ევროპულ სკოლაში.• პედაგოგ ნანა ვეფხვაძის თემატური გაკვეთილი.• ლიტერატურული კომპოზიცია "ჩემი თბილისი და ფიროსმანი".• დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქცია.

ყურადღება!

20 May 2014

ა.წ. 23 მაისს, 15 სთ. 30 წთ-ზე სააქტო დარბაზში გიწვევთ სპორტულ, სახელოვნებო და სამეცნიერო კლუბებისა და სტუდიების 2013-2014 სასწავლო წლის საანგარიშო პრეზენტაციაზე. გთხოვთ, მობრძანდეთ!

ინტელექტუალური შეჯიბრი - "რა? სად? როდის?“

19 May 2014

14 მაისს ევროპულ სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის - "რა? სად? როდის?“ - ფინალი. მონაწილეობდნენ VIII-XI კლასის მოსწავლეები. სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარდა 5 შეჯიბრი. 24 ქულით ფინალში გაიმარჯვა და მოიპოვა გარდამავალი "ბუ“ მე-10 MYP კლასმა. დაჯილდოვდნენ სიგელით, წიგნებით.I ადგილზე გავიდა 10 MYP კლასი.

ES NEWS - 2014 წლის 13 მაისის გამოშვება

14 May 2014

გადაცემის თემებია:• გაკვეთილი-კონფერენცია თემაზე - "ძუძუმწოვრები"• ხელოვნების გაკვეთილი• Exhibition 5 PYP• ვიქტორინა - "ცხოველთა თავისებურებანი"• ინტეგრირებული გაკვეთილი ქიმიასა და ფიზიკაში• მოსწავლეთა კონფერენცია ბიოლოგიაში• გაკვეთილი-კონფერენცია თემაზე - "საქართველოს დაცული ტერიტორიები და წითელი წიგნი"• თვითმმართველობის დღე ევროპულ სკოლაში 2014• ღონისძიება - "დაიცავით საგზაო წესები"• ხელოვნების წრეების კონცერტი