პერსონალური პროექტების პრეზენტაცია

7 მაისს “ევროპული სკოლის“ MYP პროგრამის მოსწავლეებმა სკოლის მთავარ დარბაზში პერსონალური პროექტების პრეზენტაციები წარმოადგინეს. მოსწავლეებმა იმუშავეს სხვადსხვა თემებზე და გამოფენაზე აჩვენეს საკუთარი ნამუშევრები მშობლების, პედაგოგებისა და აუდიტორიის წინაშე.
პროექტის მიზანია პერსონალური უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა. მოსწავლეებმა კარგი გამოცდილება მიიღეს და სამომავლოდ კიდევ დაგეგმეს ახალი იდეების განხორციელება.

Share on: